"EUPHORIA" თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მაშტაბური სერიალი გახლავთ.
თავად სერიალიც და შემოქმედებებითი გუნდიც არა ერთი საერთაშორისო აღიარების თუ ჯილდოს მფლობელია. ის რომ "EUPHORIA" "HBO"-ს გამორჩეულად საინტერესო პროექტს წარმოადგენს საზოგადოებისთვისაც ერთმნიშვნელოვნად ცალსახაა - სერიალის მეორე ნაწილს გამოსვლას სრულიად
სამყარო სულ მოუთბენლად ელოდა.
სიუჟეტი თინეიჯერი სკოლის მოსწავლეების გარშემო ვითარდება
და ასახავს ამ ადამიანების ცხოვრებისეულ პრობლემებს,
როგორიც არის იდენტობის
პრობლემა, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, სექსი, სიყვარული, მეგობრობა, ტრამვები,
ბულინგი და ა.შ.
რომ საქართველოსთვის "ეიფორიას" მეორე ნაწილის გამოსვლა ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა, შოუს
აუდიო ეფექტებზე სწორედ ქართულმა კომპანია "Postred"-მა იმუშავა.
"Postred"-ი 2015 წელს შეიქმნა, კომპანიას მოღვაწეობის
განმავლობაში არა ერთ საინტერესო პროქტზე უმუშავია, მათ შორის იყო, ბოლო დროის ყველაზე
გახმაურებული ქართული ფილმი „And than we danced…”
შეგახსენებთ,
რომ "Euphoria"-ს ახალი სეზონი უკვე დაიწყო, მისი
პირველი ეპიზოდი კვირას, 9 იანვარს გამოვიდა და დღევანდელი მონაცემების მიხედვით ის
2.4 მილიონ ადამიანზე მეტმა უკევ ნახა, ამ რიცხვით ეპიზოდმა "HBO"-ს რეკორდი მოხსნა.
ყოველი
შემდეგი სერია ყოველ კვირა დღეს გამოდის.