სვეტიცხოველში…

4
“მერმე ის იყო თავზე
წამომადგა მზით გაბრწყინებული, ხვლიკისფერი სვეტიცხოველი;
იგი ისეთი მშვენიერი იყო იმ დილას, როგორც არასოდეს მინახავს მანამდის.
ავყევი ხარაჩოებს ჩრდილოს ფასადზე.
ადამიანის მარჯვენა გამოუხატავს კედელზე ოსტატს. გონიო უპყრია მას.
იქვე წარწერაა ასეთი:
«ხელი მონისა არსაკიძისაჲ, რათა შეუნდოთ».
შორიახლოს უცნაური ქანდაკია ორი კაცისა.
ერთი, უწვერული ჭაბუკია, ქართულ ჩოხაში მორთული, ხოლო მეორეს,
სახედაღრეჯილ მოხუცს, პირი დაუბჩენია ვაგლახად. სპარსული სამოსი აცვია და
გულბოროტების იერი გადაჰკრავს სახეზე.
როცა ხარაჩოებიდან ძირს ჩამოვედი, ჭრუტა თვალებით მიღიმოდა მოხუცი.
«ეს უწვერული კონსტანტინე არსაკიძეა, ხოლო ჩაქუჩიანი მოხუცი, მისი ოსტატი
ფარსმან სპარსი.”(კ. გამსახურდია დიდოსტატის მარჯვენა)
P.S. ასე იყო ოდიდგანვე, ბოროტი სული ამოიჩემებდა, მზის დარ ჭაბუკს და სანამ არ შეიწირავდა მსხვერპლად არ მოეშვებოდა….
დასაბამიდან ისიც იყო, რომ მზე სულ
მზეობდა, ფარსმანის ამბავი კი მისმა მოდგმამ იკითხოს….
სვეტიცხოვლობას გილოცავთ მეგობრებო…
🤍✨🤍✨🤍✨🤍✨🤍✨🤍✨🤍✨🤍
გწყალობდეთ სვეტიცხოვლის მადლი…
#ფოტონიკოსხესთან✨✨✨
“დიახ, ხედ მოვალ, მოვალ წვიმად, ისევ ზვარაკად!
მე სვეტიცხოველს შევერწყმები, ზეცად აწვდენილს,
მე იმიერში დავიმკვიდრე მარადისობა,
დედამიწაზე? - გელოდებით სვეტიცხოველში…”
4