სიამეთა ღამე I დავით სილაგაძის პერსონლური გამოფენა არტ გალერეა ვაკეში

9
ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედებაში უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში გამოკვეთილი მნიშვნელოვანი მიმართულების ილუსტრაციაა. ეს მიმართულება მას თავად გადაჭრით სახელდებული არ აქვს, მაგრამ წარმოდგენილი გამოფენის კურატორის ეკა რაისნერის ხატოვანი თქმით, ახალგაზრდა შემოქმედის ნამუშევრები ოცნების, სამოთხის ბაღის წარმოსახვით სურათებს წარმოადგენს. ეს ხატოვანი გამონათქვამი სიმპტომატურად დაემთხვა დ. სილაგაძის რამდენიმე წლის წინანდელ გამოფენას ლონდონში, რომელსაც ინგლისელმა გალერისტმა პიტერ ქუინტანამ "City of Dreams" უწოდა.
მხატვრის ნამუშევრებში ფერწერისა და გრაფიკის თავისებურ სინთეზს ვხედავთ: მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია გრაფიკული და ფერწერული გამომსახვლობითი საშუალებები. ტექნიკური თვალსაზრისით მისი ნამუშევრები ურთულესია: ფერადოვანი ფენა მასთან მრავალპლასტიანია და როგორც ტონალური გრადაციების, ასევე ლაქების და ხაზობრივი ნახატის სირთულით გამოირჩევა. ნამუშევართა ტექსტურა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშავდება და მხატვარი მხოლოდ იდეალური ფაქტურული და კოლორისტული ეფექტების მიღწევის მერე იწყებს ხაზობრივი ნახატის დატანას. ნამუშევრებს ბოლომდე აბსტრაქტულს ვერ ვუწოდებთ, თუმცა მათში ვერც მკაფიო მიმეტურ ფორმებს შეხვდებით. ხაზებისა და ფერების ერთი შეხედვით ქაოტური ერთობლიობა მნახველის სუბიექტურ აღქმას მიმართავს. ეს ინტელექტუალური ფერწერაა, რაც, ვფიქრობთ, შემოქმედის მხრიდან დამთვალიერებლის მიმართ უმაღლესი პატივისცემის გამოხატვის ფორმაა: მხატვარი მას ფაქტიურად თანაავტორის როლს სთავაზობს, განსჯის, ფიქრისა და წარმოსახვისთვის უტოვებს სივრცეს.
9