სინათლის ანარეკლი I ნატო სირბილაძე

9
3 ივნისს, გალერეა ართბითის სივრცეში ნატო სირბილაძის პირველი პერსონალურო გამოფენა “სინათლის ანარეკლი” გაიხსნა.
მიმდინარე ექსპოზიცია ქართველი მხატვრის, ნატო სირბილაძის სხვადასხვა პერიოდში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენა მხატვრის განვითარების მნიშვნელოვანეტაპებს ასახავს და თავს უყრის 1980-იანი წლებიდან დღევანდელ დღემდე შექმნილნამუშევრებს.
“ხელოვანი ნამუშევრებში იდუმალ და დამატყვევებელ სამყაროებს ქმნის და სიზმრისეულიილუზიის შემოტანით მნახველში ართულებს დროისა და სივრცის განსაზღვრულობას. მის შემოქმედებაში ხშირად ფიგურირებს საზღვაო თუ ურბანული პეიზაჟის მოტივები. ჩვენვ ხედავთ პალიასტომის ტბაზე, თუ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ქალის სხეულებრივი ფორმების ჰაეროვან გამომსახველობებს... ისინი თითქოს ასხივებენ მზის და ლაჟვარდისეფექტს და დინამიურ ფორმებში ეწერებიან ლანდშაფტს.”
ნატო სირბილაძე დაიბადა 1955 წელს თბილისში. მან ხატვა 31 წლის ასაკში დაიწყო. ნახატები ძირითადად შესრულებულია ქაღალდზე, რამდენიმე ასეული ნამუშევარი გუაშითა და აკვარელით აქვს შექმნილი. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა პედაგოგიურ ინსტიტუტში განაგრძო. სხვადასხვა დროს მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მართვის ინსტიტუტში, სკოლაში. სირბილაძე არის მხატვარი, რომელიც არასოდეს ყოფილა არც ერთი სახელოვნებო სკოლის ან ჯგუფის წევრი. იგი ასევე იშვიათად მოიხსენიება ადგილობრივი მხატვრული კონტექსტის ნარატივებში და დამოუკიდებლად აგრძელებს შემოქმედებით გზას. მისი რეპრეზენტაცია საჯარო სივრცეებში შემოიფარგლა რამდენიმე ადგილობრივი და რამდენიმე ჯგუფური გამოფენით საზღვარგარეთ.
ნამუშწვრები საგამოფენო სივრცეში 9 ივლისამდე დარჩება.
მისამართი: პ. ინგოროყვას ქ. 14
9