სირცხვილი

12
შიშით ველოდებოდი დღეს როდესაც დამრიგებელს მშობელთა კრება უნდა მოეწვია ან ღონისძიების ჩასატარებლად ემზადებოდა.
ბოლო კრება,  სადაც დედა იყო,  კარგად მახსოვს.სახლში ამაყი დაბრუნდა და ბებოს ახარა,  წარჩინებული გოგონააო.მას შემდეგ დედა აღარ მოსულა კრებაზე.ყველას მშობელიმოდიოდა, მხოლოდ მე ვრჩებოდი ეული, გულს მტკენდა ეს ფაქტი და სახლში სულაცრემლებული მივდიოდი.
მრცხვენოდა ჩემი ამხანაგების.
მეშინოდა ვინმეს რამე არ ეკითხა ჩემთვის. ოჯახზე, დედაზე ან ძმაზე არ დაეწყოთ ლაპარაკი. მე ხომ ვერ ჩავერთვებოდი? ვერ ვისაუბრებდი მათზე.
ყველაფერს გამოაკლდა დედა'ჩემი.ყველა ჩემ გადადგმულ ნაბიჯს.
ღონისძიებების დროს პანიკა მეწყებოდა. არ მინდოდა წასვლა, მაგრამ თან ვერ ვამბობდი.
იქ ყველას დედა იქნება, ჩემ კალსელებს დედები გამოპრანჭავენ, მეც მინდა იაკომ წამიყვანოს!ფეხებს ვუბაკუნებდი ბებიაჩემს,  ის კი ცრემლიანი თვალებით მიყურებდა, თავისთვისჩაილაპარაკებდა "მოგიკვდი ბებო, რა გიქნა,  ია ვეღარ მოვა".
ერთხელ ისე ვინერვიულე,  სიცხისგან ვიწვოდი და ვერც წავედი, ჩემი როლი სხვას ათამაშეს, მასმერე არც მიმიღია არაფერში მონაწილეობა. რა აზრი ჰქონდა? არ მინდოდა დედას გარეშერამე გამეკეთებინა.
"ის მაინც ვერ მხედავს და ვისთვის ვაკეთო?"
მრცხვენოდა რომ ვიყავი ობოლი.
მრცხვენოდა ძმაზე ლაპარაკის.
ერთხელ ბავშვმა მკითხა ძმა გყავსო?
მე ვუპასუხე რომ- არა.
რატომ?
კითხვებს ავარიდე თავი.
ყველაზე ცუდი ადამიანი ვიყავი ამ პასუხის გაცემის დროს.
ყველაზე ცუდი და.
რამდენი რამ გამოტოვეს დედამ და დემეტრემ, ჩემი ცხოვრების ყველა წარმატებას დედასგარეშე შევხვდი.
ყველაზე მტკივნეული გრძნობა დღემდე - იაკოს გარეშე წარმატების ზეიმია.
კიდევ ბევრი რამის მრცხვენოდა.
ჩემი თავისაც.
და ალბათ რომ დავუკვირდეთ მთელი ჩემი ბავშვობის.
დღეს მე არ მრცხვენია რომ ობოლი ვარ.
არ მრცხვენია დემეტრეზე საუბრის.
არ მრცხვენი ტრამვებით სავსე ბავშვობის.
არაფრის არ მრცხვენია!
დღეს,  მე იმ ადამიანების მაგივრად მრცხვენია,  ვინც ამის გამო დამცინოდა, მაბულინგებდა დაცდილობდა ყველანაირად ჩემთვის გული ეტკინა.
მე დღეს იაკოს და დემეტრეს მაგივრად ვაგრძელებ ცხოვრებას!
თავაწეული დავდივარ და ყველას ვუზიარებ ჩემ ტკივილს, ვინ იცის იქნებ ვის როგორ სჭირდებაამ დროს იმაზე ლაპარაკი, რომ მარტო არაა, რომ მასსავით კიდევ ბევრი იტანჯება ამ 'სენით'.
მაგრამ გული მაინც მტკივა და იმ ბავშვებისაც მშურს,  რომლებიც მშობლებით გადაჭედილდარბაზში,  დედებს ღიმილით უმღერიან და დედებიც ღიმილითვე პასუხობენ.❤️
ერთ დღესაც,  მე აუცილებლად ვუმღერებ იაკოს, იმ სიმღერას,  რომელსაც,  ბაღში ზეიმის დროს ვუძღვნიდი.🌹
ეს დღე აუცილებლად დადგება 🚀
12