სიტყვობანა

12
აი , აი როგორც იქნა , ძლივს ცეცხლი დაინთო  , ოჰ , როგორ  გიზიგიზებს ჩვენი ბუხარი , ბილ აბა ჩქარა მოიტანე სკამი და აქ ჩამოჯექი , ლიმნიანი ფინჯანიც მოიმარჯვე , მე კი  თრხობას შევუდგები , ეს ამბავი ძალიან მოგეწონება : მთა , რომ ბარს შეხვდეს , ცეცხლმა , რომ ყინულს გაუგოს , ჭექა - ქუხილი , რომ მზის ნათებას დაემთხვას ...
-არა , არა ხომ გეუბნები , სისულელა , ა კვადრატს , რომ ბ კვადრატი მივუმატოთ ც კვადრატს უდრის . - ძალიან ჯიუტი ხარ , შენსას არასდროს იშლი , ც კვადრატი ა კვადრატისა და ბ კვადრატის ჯამია. -შენ , კი , შენ კი სულ კამათობ , აზრი არ აქვს ვერ შევთანხმდებით . - ჰო , ალბათ ასეა ვერ ვუგებთ ერთმანეთს ... (პითაგორა იცინის ...)
შეშა იწვის , ჩაი გრილდება, ინტერესი ცხელდება , მიშელი და ენრი იმალებიან , ემალებიან ...
-  ძალა მასისა და აჩქარების ნამრავლია.                    - ღმერთო ჩემო , ენრი მასა რომ გავამრავლოთ აჩქარებაზე ამ შემთხვევაში მივიღებთ ძალას .                   - ძალა , ძალა , ძალა , თუ არც მივიღებთ ...                   - ისევ არაფერი გესმის ენრი !

ფანტელებმა მოუხშირეს , ქარი აწუილდა , თითქოს ბლომდე სურდა ღამე ბოლომდე გაეყინა ...                  - ვითომ სასწაულები მართლა ხდება ?                  -სისულელა .                  - მე მინდოდა მეთქვა ,რომ ( სასწაულია , როცა არსებობს ორ-ს შორის მესამე გრძნობა , რომელიც ერთიანობას ..) ალბათ , მართალი ხარ ...

ელიოტ , მალე უნდა დაასრულო , მალე ბუხარი ჩაგვიქრება , ეს რა უცნაური ამბავია , კარგად ვერც თავი გავიგე , ვერც ბოლო ...
ეს ამბავია , ამბავია თამაშზე , რომელსაც უსიტყვობანა ქვია , თამაშზე , რომლის მონაწილეებიც ვერ ამბობენ საჭირო სიტყვებს ...
ელიოტ , ბოლოს ენრი და მიშელი? ძილის დროა ... ქარი ისევ გაჰკიოდა , მაგრამ მზის მოლოდინში გარინდულ ღამეს სულაც არ აღელვებდა გიჟი ქარის მუქარა , მან ხომ იცოდა სიტყვობანას თამაშიც...
12