"სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა...სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა" - უთქვამს გოდერძი ჩოხელს და... მეც, სწორედ, ადამიანად ყოფნის სევდა დამეუფლა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ღირსების მედლით ნიკოს დაჯილდოების გამო. მას შემდეგ კი, რაც პრეზიდენტისა და ნიკოს დედის შთამბეჭდავი სიტყვები მოვისმინე, მოზღვავებული ემოცია ცრემლის წვეთად გარდასხვას ლამობდა, როცა მოხდა კიდევ ერთი რაღაც, რასაც აქ ვერ გაგიზიარებთ...
და რა თქმა უნდა, მადლობა...
მადლობა პრეზიდენტს ღირსეული ქართველი ახალგაზრდის ღირსეულად დაფასებისთვის... და ამით მონიჭებული სევდანარევი სიხარულისთვის, რამაც ყველას ადამიანად გვაგრძნობინა თავი ❤️