14 იანვრიდან მაგარი ამბავი ხდება! დიმიტრი შევარდნაძის
სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის,
სოლიკო ვირსალაძის რეტროსპექტულ გამოფენას.
სოლიკო, იგივე სიმონი, ცნობილი თეატრალური მხატვარი და სცენოგრაფი იყო. იგი დაიბადა
1909 წელს და გარდაიცვალა 1989 წელს.
გამოფენა ჩატარდება 20 წლის შემდეგ, პირველად
, საქართველოს ბანკის, სოლიკო ვირსალაძის სახელობის ფონდის და საქართველოს კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ. გამოფენა მოიცავს ვირსალაძის 200-მდე
ნამუშევარს და სუხიშვილების არქივის კოსტიუმებს ჩვენებას, ასევე, სოლიკო ვირსალაძის
სახლ-მუზეუმიდან მოპოვებულ საარქივო მასალას.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა
14 იანვრიდან 13 თებერვლის ჩათვლით გელოდებათ საინტერესო სიახლეებით . მობრძანდით აუცილებლად,
ეზიარეთ ნამდვილ ხელოვნებას და აივსეთ სასიამოვნო
შთაბეჭდილებებით. რაღათქმაუნდა, არ დაგვავიწყდეს
ჩვენი მთავარი აქსესუარის, პირბადის წამოღება!