სპიკერთა ფუნქცია-მოვალეობები

11
ისევ გრძელდება კარლ-პოპერის ღირებულებითი ფორმატის დებატების შესწავლა, ამჯერად გესაუბრებით სპიკერთა ფუნქცია-მოვალეობების შესახებ, რომლის წყალობითაც შეიტყობთ რა უნდა გააკეთოს თითოეულმა გამომსვლელმა ერთი მხრივ, პირადი წარმატების, მეორე მხრივ, კი გუნდური უპირატესობის მოსაპოვებლად. როგორც წინა სტატიებში აღვნიშნე, ამ ფორმატში წარმოდგენილია ორი გუნდი - მტკიცებითი და უარმყოფელი. თითოეულში 3-3 ადამიანია გაერთიანებული, რასაკვირველია მათი როლები განსხვავებულია და ამის უკეთ აღსაქმელად განვმარტავ თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე:
მტკიცებითი გუნდის 1-ლი სპიკერი -  პირველი სპიკერი მტკიცებითი გუნდისა თამაშის გამხსნელია, რომელსაც აქვს 6 წუთი. მას ევალება ქეისის სრულად წარდგენა. აუცილებელია არ გამორჩეს არცერთი საკითხი, განსაკუთრებით კი არგუმენტები, რადგან შემდეგ გამომსვლელებს აღარ აქვთ უფლება ახალი არგუმენტის დამატებისა. უკეთესია, თუ გამომსვლელი გააკეთებს წინასწარ მონახაზს, თუმცა საუსრველია მეტი დამაჯრებლობისთვის არ ვიყოთ აბსოლიტურად დამოკიდებული წერილობით ნაშრომზე და ქეისის უმეტესი ნაწილი ზეპირად წარვადგინოთ. ამას გარდა, პირველი გამომსვლელი ვალდებულია დაკითხოს უარმყოფელი გუნდის მეორე სპიკერი და უპასუხოს მესამე სპიკერის შეკითხვებს. ჯვარდენი დაკითხვებს მივუძღვნი ცალკე სტატიას, რათა დამაბნეველი არ აღმოჩნდეს.

უარმყოფელი გუნდის 1-ლი სპიკერი - უარმყოფელი გუნდის პირველი სპიკერის მთავარი ფუნქცია-მოვალეობაა უარყოს მტკიცებითი გუნდის პირველი სპიკერის მიერ წარმოდგენილი ქეისი პუნქტობრივად.მასაც ამისთვის აქვს 6 წუთი. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ არ ვაკრიტიკებთ კრიტერიუმს, რა საკვირველია თუ ის არაა ნეგატიური, თუმცა თავიდან ბოლომდე უარვყოფთ არგუმენეტბეს, კონტრ-არგუმენტების დახმარებით. ასევე უარმყოფელ გუნდს შეუძლია შემოიტანოს თავისი ქეისი კრიტეირუმითა და ორი მცირე არგუმენტით. ეს არ არის სავალდებულო. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ფუნქცია არის ყველაფერ იმის უარყოფა, რის დადასტურებასაც ცდილობს მტკიცებითი გუნდის წარმომადგენლები. პირველი სპიკერი იკითხება მესამე სპიკერის მიერ მტკიცებითი გუნდიდან და კითხავს ამავე გუნდის მეორე სპიკერს.

მტკიცებითი გუნდის მე-2 სპიკერი - მას გამოსვლისთვის აქვს 5 წუთი. მთავარი მისია, რომელიც მტკიცებითი გუნდის მეორე სპიკერს აქვს არის ქეისის აღდგენა. აუცილებელია მან რეაგირება მოახდინოს იმ კონტრ-არგუმენტებზე, რომლის გამოყენებითაც პირველმა უარმყოფელმა სცადა მისი გუნდის ქეისის უარყოფა. ყველა ნიუანსი, რომელზეც მოხდება "თავდასხმა" უნდა აღადგინოს სხვადასხვა დამამტკიცებელი მასალით, შეუძლია გაამრავლფეროვნოს დამამატკიცებელი წყაროები, მაგრამ მას არ აქვს უფლება დაამტოს საკუთარი გუნდის ქეისს ახალი არგუმენტი. ამას გარდა, მტკიცებითი გუნდის მეორე სპიკერი პასუხისმგებელია უპასუხოს მტკიცებითი გუნდის პირველი სპიკერის კითხვებს და რეაგირება გააკეთოს უარმყოფელი გუნდის მიერ წარმოდგენილ კრიტერიუმებსა და არგუმენტებზეც.

უარმყოფელი გუნდის მე-2 სპიკერი - მასაც აქვს გამოსვლსითვის 5 წუთი. როგორც ამბობენ, მეორე სპიკერები ასრულებენ დებატებს. მესამე სპიკერებს აღარ შეუძლიათ დაპირისპირება ან ერთამენთის გამოსვლაზე რეაგირება. სწორედ ამიტომ მე-2 უარმყოფელის ფუნქციაა კიდევ ერთხელ უარყოს მტკიცებითი გუნდის მეორე სპიკერის მიერ წარმოდგენილი აღდგენა. ასევე ის პასუხობს მტკიცებითი გუნდის პირველი სპიკერის შეკითხვებს.

მე-3 სპიკერები - მესამე მომხსენებლებსაც აქვთ 5 წუთი. მათ არ განვიხილავ ცალ-ცალკე რადგან მნიშვნელობა არ აქვს რომელ გუნდს წარმოადგენენ, მათი ფუნქცია მაინც არ იცვლება. ორივე მათგანს ევალება თამაშის შეჯამება თავის გუნდის სასიკეთოდ. მესამე სპიკერებს სუბიექტურ მსაჯებსაც უწოდებენ. ისინი გამოყოფენ შეჯახების არეებს, ანუ თემებს, რომლებზეც მოხდა დაპირისპირება და აღადგენენ მთელი თამაშის მიმდინარეობს, ისე რომ მსაჯების თვალში დაასაბუთონ საკუთარი გუნდის უპირატესობა.

სპიკერთა ფუნქცია-მოვალეობა გვიჩვენებს, როგორი გუნდური თამაშია დებატები და რამდენადაა თითოეულ მომხსენებელზე დამოკიდებული ჯგუფის საერთო წარმატება. ეს თამაში კიდევ ერთხელ გვახსენებს ერთად და შეთანხმებულად რა დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია.
11