სპორტფესტი💪❤️

14
გულწრფელად გითხრათ🙌🏼 .. ეს დღე ერთ-ერთი დაუვიწყარი იქნება ჩემს ცხოვრებაში . ❤️ ასეთი პოსტები არასდროს დამიწერია .. უბრალოდ დღეს გვერდის თხოვნით, ჩემს შთაბეჭდილებებს გადმოვცემ.🙏  ეც დღეც ჩვეულებრივ ადრე ადგომით დაიწყო😅.. გადაღლილმა გამოძინება ვერც მოვახერხე😁😅. თუმცა წინ ფესტივალი მელოდებოდა და გული კარგის მოლოდინში იყო 😇. უნიში შევხვდი ძმაკაცს. ლექციების შემდეგ ერთად წამოვედით. მზე ანათებდა, მუსიკის ხმამ შორიდანვე დადებითად განმაწყო . ჯერ კიდევ მწვანედ შემოსილ ბაღში ჟრიამულისა და სიცოცხლის ფერი იდგა. მოწესრიგებულ გარემოში სეირნობა, საყვარელ ადგილს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა. ყურადღება ჯერ ჭადრაკის ადგილმა მიიპყრო , 😍 თამაში ძალიან მიყვარს .  შემდეგ, ცნობილმა სახეებმა....   იქიდან კი Fიტნესის ადგილისკენ გადავინაცვლე, სადაც სავარჯიშო პროგმის მასტერკლასს ატარებდნენ. 😁🏋️ შემდეგ მკლავჭიდს ვეწვიე 💪სადაც მასტერკლასი უკვე ჩვენ ჩავატარეთ 💪😎 ( სამოყვარულო დონეზე 😁 ) რის შემდეგაც სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად წავედით. strit art ყოველთვის მომწონდა მოხატული კედლების დათვალიერების შემდეგ წახემსება გადავწყვიტეთ. ამასობაში მოსაღამოვდაგანტვირთვის მიზნით პუFებზე მოვკალათდით , მოდუნებულს პოეზია მომეძალა 🙊 ფიქრი მტკვრის პირას დამეწყო.. სიომ დაჰბერა , ლურჯა ცხენების ჯარი წამოიშალა..ამ მელანქოლიაში ჩავიძირებოდი ჩემი მზერა ვინმე საოცარს რომ არ მიეპყრო.. ალბათ ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი .. მოვიმარჯვე კალამი და ჩანახატების რვეული.. მივეცი ნიჭსა გზა ფართო .. და მორიგი პორტრეტი შევმატე კოლექციას . 🥰 კიდევ ერთხელ ვიგრძენი , განწირული სულისკვეთების ქარცეცხლში გამოვლილი ხელოვნების ბედნიერება... ასე დადუმებული ერთიანად გახარებული , გულის წყვეტით ვშორდებიდი ადგილს... სადაც დაუვიწყარი რამდენიმე საათი გავატარე. დიახ სულ რაღაც რამდენიმე საათში ჩემი ცხოვრება გაფერადდა. 🎨შესაძლებლობა მომეცა ცნობილ სახებთან შეხვედრისა და გაცნობის, ახალი ემოციების, შთაბეჭდილებების მიღების. ასევე ნიჭის გამოვლინების.. შემოქმედ ადამიანებს რატომღაც სათანადოდ ვერ ვაფასებთ.. და იმედია მომავალში ხშირად მოეწყობა მსგავსი აქტივობები 🙏❤️ რომ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს , უფრო მეტმა დაინახონ რა არის ჯანსღი ცხოვრების არსი. აქ ე დავამატებ რომ ყოველი სახის ღონისძიება ახალგაზრდა თაობის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მითუმეტეს თუ გავიხსენებთ პანდემიის პერიოდს. რა მეთქმის დიდება ღმერთს ! და მადლობა თოთოეულ ადამიანს , ვინც დაუვიწყარი დღე გვაჩუქა. მადლობა მათ ვინც წაიკითხა და კეთილი ემოცია გამოხატა, თუნდაც ღიმილით. და ბოლოს ყველაზე მთავარი გვიყვარდეს ! და გვახსოვდეს რომ "დედამიწას სიყვარული ატრიალებს! " ❤️
14