სტუდენტური პროტესტი "რუსული კანონის" წინააღმდეგ

10
"ორშაბათიდან უარს ვამბობთ აუდიტორიაში შესვლაზე... მოვუწოდებთ ლექტორებს, უარი თქვან სამსახურში მისვლაზე და მივმართავთ სტუდენტებს შეწყვიტონ აკადემიური პროცესი" - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის განცხადება. 
"რუსულ კანონს" ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები გაფიცვით პასუხოებენ. 
გუშინ და დღეს განცხადება გაავრცელა ოცამდე უნივერსიტეტმა.
ამ დროისთვის, გაფიცულები არიან:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
- GIPA-ს სტუდენტები
- საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები
- ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები
- თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები
- კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები
- ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები
- თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები
- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები
- ალტერბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტები
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
გაფიცვასთან ერთად, დაორგანიზებულია მარში - რუსთაველის მეტროდან პარლამენტამდე, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება. 
ამ მომენტისთვის მსველობა მიმდინაროებს "კავკასიის უნივერსიტეტის" შენობიდან პარლამენტამდე, რომლითაც სტუდენტები პარალმენტის წინ შეკრებილ აქტივისტებს შეუერთდებიან. მსვლელობაში ჩართულია კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანი, ჟურნალისტი, ნინო ჟიჟილაშვილი. 
დილიდან, ზემოდჩამოთვლილი უნივერსიტეტების ლექტორები, სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ცარიელი აუდიტორიის ფოტოებს:
"ცხოვრებაში პირველად შევედი ცარიელ აუდიტორიაში. რატომ? მარტივი მისახვედრია. ძალიან, ძალიან ვამაყობ ჩვენი სტუდენტებით." - გიორგი მელაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი. 
"ჩემი აუდიტორია დღეს!"- ეკატერინა ფიფია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი
"ცარიელ აუდიტორიაში, ვუერთდები ჩემს სტუდენტებს,რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან" -  ნონა ჭავჭავაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი
"აუდიტორია ცარიელია" - მაია ქუთათელაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი
"აუდიტორიები ცარიელია. თსუ მაღლივი" - ოთო აბესაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
10