დღეს, 4 დეკემბერს ხელოვნების სასახლეში გაიხსნა ქართველი ქალი სურეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის პერსონალური გამოფენა. გამოფენასთან ერთად სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მხატვრის ნამუშევრებისადმი მიძღვნილი კატალოგი.
ნინო (დოდო) ლორთქიფანიძე გახლდათ ქართველი სიურეალისტი მხატვარი. თუმცა, ალბათ რთულია მის შემოქმედებას საზღვრები დავუწესოთ. უკეთესი იქნება თუ უფრო ფართოდ გავშლით ჟანრულ ნიშნულებს, რადგან ნინო ლორთქიფანიძის ტილოებზე გამოსახულ
ფორმებსა და ფერებს ზუსტი ახსნა არ გააჩნია. უფრო სწორად, მისი ახსნა იმდენნაირია, რამდენი ადამიანიც ამ ალბომს გადაშლის.