ტარას კვარაცხელიას სახლ-მუზეუმის ეზოში, მარადმწვანე ნარგავები დარგეს

3
10 მარტს ტარასობაა - ტარასობასთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ტარასის სახლ-მუზეუმის ეზოში, მარადმწვანე ნარგავები დარგეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ, ა(ა)იპ კულტურის ცენტრისა და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა.
ტარას კვარაცხელია სოფელ ნაკიფუში 1889 წელს დაიბადა.
ტარას კვარაცხელია - პროფესიით აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
(R)
3