როგორც ვიცით, წინა თვეს ცნობილი გახდა, რომ Khloe Kardashian-ის პარტნიორს, NBA-ის მოთამაშე Tristan Thompson-ს, შვილი მისი პერსონალური ტრენერის Maralee Nichols -სგან შეეძინა. ეს რიგირთ მესამე საჯარო სკანდალია, რომელშიც ქლოუი კალათბურთელის წყალობით გაეხვა. პირველად იყო, ვიდეო, რომელშიც ტომპსონი ორ ქალბატონთან ერთად გახლათ, ზუსტად ქლოუს მშობიარობის წინა დღეს, შემდეგი კი ტრისტანის და კადაშიანების ოჯახის მეგობარი ჯორდან ვუდსის ურთიერთობა. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის შემდეგ წყვილმა ურთიერთობა ისევ აღადგინა, ამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივაცია მათი პატარა შვილი True Thompson -ი გახლდათ, თუმცა დამეთანხმებით, რომ ამ გადმოსახედიდან ეს რეალითი შოუს ვარსკვლავისთვის არც ისე სწორი გადაწყვეტილება იყო.
"The Daily Mail" -ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების თანახმად , Maralee Nichols-მა სასამართლოში წარადგინა ტრისტან ტომპსონის მამობის დამადასტურებელი საბუთები, ამასთან ერთად დაამტკიცა, რომ მათი ურთიერთობა ორსულობამდე 5 თვით ადრე დაიწყო და მთელი ორსულობის განმალობაში გაგრძლედა. ამ პერიოდში ქლოუი და ტრისტანი ოფიციალურად ერთად იყვნენ.
გუშინ გამოქვეყნებულ ინსტაგრამ "სთორიში" NBA-ის მოთამაშემ დაადასტურა, ბავშის მამობა, განაცხადა, რომ მზად არის მასზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს და კარდაშიანს ბოდიში საჯაროდ მოუხადა.