ნუთუ, დედამიწის მრავალფეროვნება უსაზღვროა 🤔
• ახალ კადრებში ჩანან ინდონეზიაში მცხოვრები უკონტაქტო Hongana Manyawa-ს ტომის წევრები, რომლებიც უყურებენ, როგორ ჩეხავენ მათ ტყეს ხმაურიანი ბულდოზერები.
"შოკისმომგვრელი" ვიდეო ასახავს მომენტს, რასაც ზოგიერთი უწოდებს მიწის ბოროტად გამოყენებას და იმ ადამიანების "გენოციდს", ვინც მას სამშობლოს უწოდებს.
როგორც ახალ ვიდეოშია ნაჩვენები (ბმულს სტატიის ბოლოში ნახავთ), ინდონეზიის კუნძულზე ხე-ტყის ჩეხვამ და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესმა ამჯერად უკონტაქტო Hongana Manyawa-ს ტომის ტროპიკულ ტყეში შეაღწია.
ვიდეო დასაქმებულმა გადაიღო, რომელიც ამზადებდა ტერიტორიას ნიკელის მოპოვებისთვის.
ტომის ორი მამაკაცი შორიდან ფრთხილად მიიწევს ბულდოზერისკენ და იქნევენ იარაღს შესაშინებლად.
საპასუხოდ, ბულდოზერის მძღოლმა ძრავა ჩართო და ტომის წევრები იქით შეაშინა.
» „ფაქტი შოკისმომგვრელია, რადგან არ ვიცოდით, რომ კომპანიები უკვე შევიდნენ ტყის ამ ნაწილში.
ეს ხდება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ველოდით“, - განაცხადა კალუმ რასელმა, Survival International-ის კვლევისა და საადვოკატო საქმიანობის ოფიცერმა.
Hongana Manyawa გახლავთ უკონტაქტო ტომი, რომლის სახელიც მათ ენაზე ნიშნავს "ტყის ხალხს".
ტომში დაახლოებით 300-დან 500-მდე წევრია.
ასევე, ამავე ტომის 3000 წევრი, რომლებიც 1980-იანი წლებიდან ინარჩუნებენ გარკვეულ კონტაქტებს დანარჩენ მსოფლიოსთან.
ისინი ცხოვრობენ ჰალმაჰერაზე, ინდონეზიის კუნძულზე, რომელიც ნიკელის ერთ-ერთი უდიდესი მარაგია.
ბოლო წლების განმავლობაში, ნიკელზე მოთხოვნა გაიზარდა ელექტრო ავტომობილების ბატარეებში გამოყენების გამო, რის გამოც ეს ერთ დროს მშვიდი კუნძული საერთაშორისო სამთო კორპორაციების ყურადღების ცენტრში მოექცა.