მკერდის უკან პატარა ცხიმოვანი ჯირკვალია, რომელსაც ხშირად "ზრდასრულ ასაკში უსარგებლოს" უწოდებენ 🤔
• ScienceAlert-ის
თანახმად, ბოლოდროინდელმა რეტროსპექტულმა კვლევამ აჩვენა, რომ თიმუსის მკერდუკანა ჯირკვალი არც ისე "უსარგებლოა“, როგორც ოდესღაც ექსპერტები თვლიდნენ.
ამერიკელი მკვლევრები ამბობენ, რომ ისინი, ვისაც თიმუსის ჯირკვალი ამოკვეთილი აქვთ, უფრო მეტად დგანან სიკვდილის რისკის წინაშე გვიან ასაკში.
აგრეთვე, დიდია სიმსივნის განვითარების რისკიც.
⚠️აღნიშნულ კვლევას არ შეუძლია აჩვენოს, რომ თიმუსის მოცილება პირდაპირ იწვევს სიმსივნეს ან სხვა ფატალურ დაავადებებს.
მაგრამ, მკვლევრები შეშფოთებული არიან მათი აღმოჩენებით.
ისინი ამტკიცებენ, რომ სანამ უფრო მეტს არ გავიგებთ, თიმუსის შენარჩუნება , , კლინიკური პრიორიტეტი უნდა იყოს" რაოდენ შესაძლებელიცაა.
» „რისკის მასშტაბი ისეთი იყო, როგორსაც არ ველოდით“, - უთხრა ონკოლოგმა დევიდ სკადდენმა Harvard Gazette-ს.
ცნობილია, რომ ბავშვობაში თიმუსი გადამწყვეტ როლს ასრულებს იმუნური სისტემის განვითარებაში.
როდესაც ჯირკვალი ახალგაზრდობისას ამოიკვეთება, პაციენტები განიცდიან T უჯრედების რაოდენობის ხანგრძლივ შემცირებას.
T უჯრედები გახლავთ სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები), რომლებიც ებრძვიან მიკრობებსა და დაავადებებს.
ბავშვები, რომლებსაც თიმუსი ამოკვეთილი აქვთ, მიდრეკილი არიან ვაქცინებზე ცუდი იმუნური პასუხისკენ.
იმ დროისთვის, როდესაც ადამიანი სქესობრივ მომწიფებას მიაღწევს, თიმუსი იკუმშება და ორგანიზმისთვის გაცილებით ნაკლებ T უჯრედებს გამოიმუშავებს.
მისი ამოღება შესაძლებელია ზიანის გარეშე და, რადგან ის მდებარეობს გულის წინ, ხშირად ამოკვეთენ კარდიოთორაკალური ოპერაციების დროს.
თუმცა, თიმუსის სიმსივნის ან ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებების მქონე ზოგიერთ პაციენტს ესაჭიროებათ ტიმექტომია, რომლის დროსაც თიმუსის მოცილება ხდება.
• სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის პაციენტების მონაცემების გამოყენებით, მკვლევრებმა, ბოსტონში, ერთმანეთს შეადარეს პაციენტების შედეგები, რომლებსაც ჩატარებული ჰქონდათ კარდიოთორაკული ოპერაცია:
6000-ზე მეტს (საკონტროლო ჯგუფი) არ ჰქონდა ჯირკვალი ამოკვეთილი, ხოლო 1146 ადამიანს - ჰქონდა.
ტიმექტომია (ჯირკვლის ამოკვეთის ოპერაცია) გადატანილებს, მომდევნო 5 წელიწადში, სიკვდილის 2-ჯერ მეტი საფრთხე აქვთ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის პაციენტებს თიმუსის სიმსივნით, მიასთენიით ან პოსტოპერაციული ინფექციებით, სქესის, ასაკის, რასის გათვალისწინებით.
პაციენტები, რომელთაც თიმუსი ამოკვეთეს, ასევე ორჯერ უფრო ხშირად დაავადნენ კიბოთი, ოპერაციიდან 5 წელიწადში.
უფრო მეტიც, საკონტროლო ჯგუფის პაციენტებთან შედარებით, ეს სიმსივნეები უფრო აგრესიული იყო და თანაც უფრო ხშირად მეორდებოდა მკურნალობის შემდეგ.
რატომ არსებობს ეს ასოციაციები, უცნობია, მაგრამ მკვლევრები ეჭვობენ, რომ თიმუსის არსებობა გარკვეულწილად ზრდასრულთა იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებაშიც თამაშობს როლს.
კვლევაში მონაწილე ზოგიერთ პაციენტს, რომლებსაც ჩაუტარდათ ტიმექტომიები, სისხლში T უჯრედების ნაკლები რეცეპტორები ჰქონდათ, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს სიმსივნის ან აუტოიმუნური დაავადებების განვითარებას ოპერაციის შემდგომ.
» „ერთად აღებული, ეს მონაცემები აღიარებენ თიმუსის ღვაწლს ზრდასრულ ასაკში ახალი T უჯრედების წარმოქმნის ხელშეწყობაში და ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში“, - დაასკვნეს კვლევის ავტორებმა.
მათი თქმით, შედეგები იძლევა დამაჯერებელ მტკიცებულებას, რომ თიმუსი ფუნქციურად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში სიცოცხლის ბოლომდე.
სტატიასთან დაკავშირებული ბმულები ნახეთ 𝙁𝙋-ს
ვებგვერდზე.