უცხოპლანეტური სიცოცხლის აღმომჩენმა მომავალმა მისიამ დედამიწაზე ბიონიშნები აღმოაჩინა

4
უცხოპლანეტური სიცოცხლის აღმომჩენმა მომავალმა მისიამ დედამიწაზე ბიონიშნები აღმოაჩინა, რაც მის პოტენციურ წარმატებაზე მიანიშნებს.
წარმოიდგინეთ, ბიონიშნების არსებობა რომ არ დაედასტურებინა, ხომ შეგვაპარებდა ეჭვს საკუთარ არსებობაში 😶‍🌫️
✦ მეთოდი, რომელსაც სატელიტების ქსელი ერთ მშვენიერ დღეს გამოიყენებს მზის სისტემის მიღმა სიცოცხლის მოსაძებნად, გამოიცადა ერთადერთ ადგილზე, სადაც დარწმუნებით ვიცით, რომ სიცოცხლე არსებობს - დედამიწაზე.
მისიის სათავეში მდგომმა ასტრონომებმა, მისიას LIFE უწოდეს.
ხუთი სატელიტის შესაძლებლობების შერწყმით, იმედი არსებობს, რომ მისია LIFE-ი შეძლებს გააკეთოს ის, რაც ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპსაც (JWST) კი არ შეუძლია - იპოვოს ბიონიშნები ეგზოპლანეტებზე.
IFLScience-ს თანახმად, JWST-ის მსგავსად, LIFE-იც ლაგრანჟის მეორე წერტილში განლაგდება.
ინტერფერომეტრიის გამოყენებით, თითოეული შეაგროვებს სინათლეს და მოახდენს მათ შერწყმას.
ასევე, ზოგიერთი მიზნის მისაღწევად, ერთი ტელესკოპის მსგავსად იმოქმედებენ.
» „ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ ქიმიური ნაერთები სინათლის სპექტრში, რომლებიც მიანიშნებენ ეგზოპლანეტებზე არსებულ სიცოცხლეზე“, - თქვა ინიციატივის ლიდერმა პროფესორმა საშა კვანცმა.
• მილიარდების დახარჯვამდე, იდეის რეალურობის შესამოწმებლად, კვანცმა და სამმა სხვა მკვლევარმა დაკვირვება დედამიწაზე ჩაატარეს.
ჯგუფმა შეისწავლა დედამიწის სპექტრი შუა ინფრაწითელ დიაპაზონში, რომელზეც LIFE იმუშავებს.
მათ დაასკვნეს, რომ მისია ნამდვილად შეძლებს დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის, ოზონისა და მეთანის აღმოჩენას მინიმუმ 33 სინათლის წლის მანძილიდან.
ჩვენ ვიცით, რომ უსიცოცხლო პლანეტები შეიძლება შეიცავდნენ ნახშირორჟანგს მათ ატმოსფეროებში.
წყალი აუცილებელია სიცოცხლისთვის, მაგრამ არ არის მისი არსებობის გარანტი.
მეთანს შეიძლება ჰქონდეს სხვა წყაროებიც, გარდა ბიოლოგიური წყაროებისა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დედამიწაზე მის არსებობას დიდწილად ცოცხალი ორგანიზმები განაპირობებენ და არ გვექნებოდა ოზონის შრე, თუ მცენარეები ან წყალმცენარეები მუდმივად არ შეავსებდნენ ატმოსფერულ ჟანგბადს.
ერთად აღებული ეს ოთხი აირი არის ძლიერი ნიშანი იმისა, რომ დედამიწა რაღაცით არის დასახლებული, თუნდაც ვერ ვთქვათ, რომ მასზე სიცოცხლე ასეთი მრავალფეროვანია. (დედამიწაზე დაკვირვებებს LIFE მისია რომ ატარებდეს შორი მანძილიდან)
» „მაშინაც კი, თუ ატმოსფერულ სეზონურობაზე დაკვირვება სულაც არ არის ადვილი, ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ მომდევნო თაობის კოსმოსურ მისიებს შეუძლიათ შეაფასონ, არიან თუ არა ახლომდებარე ეგზოპლანეტები საცხოვრებლად ვარგისი ან უვარგისი“, - თქვა კვანცმა.
• როგორც ამბობენ, LIFE-ს შესაძლოა 100 დღე დასჭირდეს ერთი და იგივე ადგილზე დასაკვირვებლად, რათა ამ აირების შესახებ სასარგებლო მონაცემების მოგროვება შეძლოს.
ასევე, თუ ჩვენ უკვე გვექნება მინიშნებები კონკრეტულ ეგზოპლანეტაზე სიცოცხლის არსებობის შესახებ, "ლაიფი" საკმაოდ გამოსადეგი და მუშა მისია იქნება.
სხვა შემთხვევაში, უფრო მეტი დროის გამოყოფა მოგვიწევს LIFE-სთვის.
ჯგუფი ასევე ეძებს აზოტის ოქსიდს ან მეთილის ბრომიდს, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათი პოვნის დიაპაზონი შეიძლება მხოლოდ 16 სინათლის წლით შემოიფარგლოს.
კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.
4