უცხო ციური სხეულის ცაზე მოულოდნელი ფენომენი დაფიქსირდა

3
აღნიშნული ფენომენის მზის სისტემის მიღმა დაფიქსირება პირველი შემთხვევაა ✨
✦ პლანეტა WASP-76b-ის ლითონებით სავსე ცაზე, ასტრონომებმა მრავალფერი ჰალო შენიშნეს, რომელიც ცნობილია როგორც გლორია.
აქამდე, ეს ფენომენი არასდროს გვინახავს მზის სისტემის გარეთ, ხოლო მის შიგნით მხოლოდ ორ პლანეტაზე შეინიშნება: დედამიწაზე და ვენერაზე.
გლორიას გაჩენისთვის, რომელიც ნათელი ცენტრის ირგვლივ შემოკრებილი არაერთი ფერადი რგოლია, სპეციალური პირობებია საჭირო - სინათლე უნდა ანათებდეს მეტ-ნაკლებად თანაბარი ზომის სფერული წვეთების ნისლს.
ასე რომ, ამ ფენომენის WASP-76b-ზე გამოჩენამ შეიძლება მეტი დეტალი გაგვაგებინოს ამ საკმაოდ უცხო პლანეტის იდუმალი ატმოსფეროს შესახებ.
WASP-76b პლანეტოლოგების ფავორიტია.
იგი ბრუნავს ჩვენს მზეზე ოდნავ დიდ ყვითელ-თეთრი ვარსკვლავის გარშემო, თევზების თანავარსკვლავედში, დედამიწიდან დაახლოებით 640 სინათლის წლის მანძილზე.
როდესაც ეს პლანეტა მისი ვარსკვლავის წინ გადის, ასტრონომებს შეუძლიათ მის ატმოსფეროზე დაკვირვება.
აქამდე, პლანეტის ატმოსფეროში რკინის გარდა, ნატრიუმი, კალციუმი, ქრომი, ლითიუმი, წყალბადი, ვანადიუმი, მაგნიუმი, აზოტი, მანგანუმი, კალიუმი და ბარიუმი იყო აღმოჩენილი.
გლორია დედამიწაზე:
3