ზაფხულის ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობა ციცინათელების ნაზი ნათებაა, რომელიც შებინდებისას ჩამომდგარ სიბნელეს ჯადოსნურ პეწს სძენს ✨
• ეს მოციმციმე მწერები ყველაზე გავრცელებული ბიოლუმინესცენტური ხოჭოებია, რომელთა დაახლოებით 2500 სახეობაა ცნობილი მთელ მსოფლიოში.
მათი მოციმციმე მუცელი რამდენიმე მიზანს ემსახურება, თუმცა ჩვენ არ გვაქვს კარგად შესწავლილი, თუ როგორ განუვითარდათ მათ ეს თვისება.
ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგ ჩენიანგ კაის მეცნიერთა ჯგუფის აზრით, ციცინათელას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბრწყინვალედ ინახებოდა ქარვაში, შეიძლება ჰქონდეს გარკვეული პასუხები.
დაახლოებით 99 მილიონი წლის წინ, ციცინათელა (Flammarionella hehaikuni) უკვე ფანტავდა ბინდს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მის წინაპრებს, მეზოზოური პერიოდისთვის, უკვე ჰქონდათ განვითარებული ტანის დამახასიათებელი მანათობელი ნაწილი.
ეს უკვე მეორე ციცინათელაა, მეზოზოური პერიოდიდან, რომელიც ნაპოვნია ქარვაში, მიანმარში.
პირველს, Protoluciola albertalleni-ს, ასევე ჰქონდა შესანიშნავად შემონახული მანათობელი ნაწილი.
ქარვის ამავე საბადოში ნაპოვნი იქნა სხვა ოჯახის წარმომადგენელი ბიოლუმინესცენტური ხოჭოც.
კვლევა მიმდინარეა და უახლოეს მომავალში უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.