უძველესი ცივილიზაციები და მემკვიდრეობა, რომელიც მათ დაუტოვეს მსოფლიოს

7
ჩვენთვის ცნობილი უძველესი და რთული საზოგადოებები ქმნიდნენ კულტურულ და ტექნოლოგიურ მიღწევებს, რომელთაგან ზოგიერთი დღესაც არსებობს.
სტატიის პირველ ნაწილში განვიხილოთ სამი უძველესი ცივილიზაცია.

• მესოპოტამია (შუამდინარეთი) - ჩვ.წ. 4000-3500 წ.

ბერძნულად მესოპოტამია ნიშნავს „ორ მდინარეს შორის“.
მესოპოტამია მოიცავს თანამედროვე ერაყს, ქუვეითსა და სირიას და ითვლება ცივილიზაციის სამშობლოდ.
კულტურა, რომელიც ტიგროსსა და ევფრატს შორის დამყარდა, ცნობილია მნიშვნელოვანი მიღწევებით წიგნიერებაში, ასტრონომიაში, სოფლის მეურნეობაში, სამართალში, მათემატიკაში, არქიტექტურაში და სხვა სფეროებში და ეს ყოველივე თითქმის მუდმივი ომის მიუხედავად.
ასევე, მესოპოტამიაში იყო მსოფლიოში პირველი ურბანული ქალაქები, მათ შორის ბაბილონი, აშური და აქადი.
» „მესოპოტამია არის ყველაზე ადრეული ურბანული წიგნიერი ცივილიზაცია მსოფლიოში და შუმერებმა, რომლებმაც დააარსეს ეს ცივილიზაცია, დაადგინეს ძირითადი წესები“, - ამბობს კენეტ ჰარლი, ავტორი და ტულანის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი.
,,ის, ვინც იცის კვლევა და წერა, მართავს ცივილიზაციას და ყველა დანარჩენი ასრულებს მძიმე სამუშაოს.”
ჰამურაბის კოდექსის შესაქმნელად გამოყენებული ლურსმული დამწერლობის სისტემა მესოპოტამიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიღწევაა.
მათ ასევე შექმნეს საბაზისო თვლის სისტემა: 60 წამიანი წუთი, 60 წუთიანი საათი და 360 გრადუსიანი წრე.
და სწორედ ბაბილონურმა ასტრონომიამ დაყო პირველად 1 წელი 12 პერიოდად და თანავარსკვლავედების სახელები უწოდა, რაც მოგვიანებით ბერძნებმა ზოდიაქოს სახელებით ჩაანაცვლეს.
საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მესოპოტამია სპარსეთმა დაიპყრო, რასაც თან სდევდა საუკუნოვანი მღელვარება.
» „სამი ათასწლეულის განმავლობაში, როცა ძველი მესოპოტამია აყვავდა, უამრავი ცალკეული სამეფო გაქრა;
წარმოიშვა და სხვადასხვა მიზეზის გამო დაეცა იმპერიები“,
- ამბობს პოდანი, წიგნის - Weavers, Scribes and Kings: A New History of the Ancient Near East - ავტორი.
„მაგრამ, თავისი არსით ცივილიზაცია არ შეცვლილა.
რეგიონი იშვიათად იყო ერთიანი, მაგრამ ცივილიზაცია ძალიან სტაბილური იყო“.

• ძველი ეგვიპტე - ჩვ.წ. 3100 წ.

ძველი ეგვიპტე, ალბათ, წარსულის ცივილიზაციათა შორის, ყველაზე რომანტიზებულია.
იგი 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გახლდათ.
ვრცელდებოდა ნაყოფიერი ნილოსის გასწვრივ და ერთ დროს დღევანდელი სირიიდან სუდანამდე.
ეს ცივილიზაცია ყველაზე ცნობილია თავისი პირამიდებით, სამარხებითა და მავზოლეუმებით და არ გამოგვრჩეს მუმიფიკაციის პრაქტიკა, რომელსაც ცხედრების შემდგომი ცხოვრებისთვის მოსამზადებლად მიმართავდნენ.
ჰარლი, წიგნ Empires of the Steppes: How the Steppe Nomads Forged the Modern World-ის ავტორი ამბობს, რომ ეგვიპტეში შრომა ისეთი არქიტექტურული პროექტების დასასრულებლად, როგორებიცაა პირამიდები, შეუდარებელი იყო.
» ,,100 000 კაცის შეკრების შესაძლებლობა დიდი პირამიდის ასაშენებლად...
უბრალოდ, სხვაგან ნანახს არ ემთხვევა”,
- ამბობს ჰარლი.
ეგვიპტელებმა ასევე დაამტკიცეს, რომ ძალიან გამოცდილი იყვნენ სოფლის მეურნეობაში და მედიცინაში.
მათ ასევე განავითარეს ქანდაკებების შექმნისა და ფერწერის დახვეწილი ტრადიციები.
ძველმა ეგვიპტელებმა ასევე დატოვეს დამწერლობისა და მათემატიკის მონუმენტური სისტემები.
წყრთა - სიგრძის საზომი, რომელიც უხეშად უდრის წინამხრის სიგრძეს, მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა პირამიდებისა და სხვა ობიექტების დიზაინში.
ამ დროის განმავლობაში, მათ შეიმუშავეს 24-საათიანი დღე და 365-დღიანი კალენდარი.
მათ შექმნეს გრაფიკული დამწერლობა, ანუ იეროგლიფური სისტემა და წერისას გამოიყენებოდა პაპირუსის ქაღალდი & მელანი.
ცივილიზაციამ არსებობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 332 წელს შეწყვიტა, როცა იგი ალექსანდრე მაკედონელმა (დიდი) დაიპყრო.

• ძველი ინდოეთი - ჩვ.წ. 3300 წ.

ჰარლის თქმით, ძველ ინდოეთში, სადაც ინდუიზმი დაიწყო, რელიგია მნიშვნელოვანი იყო დიდ ლიტერატურულ ტრადიციებთან და წარმოუდგენელ არქიტექტურასთან ერთად.
სხვა უძველესი ცივილიზაციებისგან განსხვავებით, მდინარე ინდის ხეობის ცივილიზაციას, რომელიც წარმოიშვა მდინარე ინდის ხეობაში (თანამედროვე ინდოეთი, ავღანეთი და პაკისტანი), როგორც ჩანს, ომი არ შეხებია.
ამის ნაცვლად, ისტორიკოსები და არქეოლოგები მიუთითებენ კომპლექსურ, ორგანიზებულ ურბანულ განლაგებაზე, გამომწვარი აგურით სახლების მშენებლობაზე, ქსელურ სტრუქტურაზე და დრენაჟის, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემების არსებობაზე.
ინდის ხეობის ცივილიზაციის ჩამოშლა მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1700 წელს და ხშირად აიხსნება მოსახლეობის მიგრაციით, რაც გამოწვეული იყო კლიმატის ცვლილებით ან შესაძლო ტექტონიკური პროცესებით.
ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ დიდ წყალდიდობას ჰქონდა ადგილი.
7