უძველესი ცივილიზაციები და მემკვიდრეობა, რომელიც მათ დაუტოვეს მსოფლიოს

4
მეორე ნაწილში კიდევ 3 უძველესი ცივილიზაცია განვიხილოთ. ⚔️

• ძველი ჩინეთი - ჩვ.წ. 2000 წელი.

ჰიმალაის მთებით, წყნარი ოკეანისა და გობის უდაბნოთი დაცული, ყვითელ და იანძის მდინარეებს შორის მოქცეული უძველესი ჩინური ცივილიზაციები, საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდნენ დამპყრობლებისა და სხვა უცხოელებისგან იზოლირებულად.
ჩრდილოეთიდან მონღოლების შესაჩერებლად, მათ ააშენეს ბარიერები, რომლებსაც ზოგიერთი ჩინეთის დიდი კედლის ადრეულ წინამორბედად მიჩნევს.
ძველი ჩინეთი დაყოფილია ოთხ დინასტიად - Xia, Shang, Zhou, Qin - და იმართებოდა იმპერატორების მიერ.
ამ ცივილიზაციას მიეწერება ათობითი სისტემის, აბაკისა და მზის საათების, ასევე "სტამბის" შემუშავება, რამაც საშუალება მისცა გამოქვეყნებულიყო და გავრცელებულიყო სუნ ძის "ომის ხელოვნება", რომელიც 2500 წელზე მეტი ხნის შემდეგაც აქტუალურია.
ეგვიპტელების მსგავსად, ძველ ჩინელებსაც შეეძლოთ მოსახლეობის მობილიზება ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების ასაშენებლად.
მაგალითად, მე-5 საუკუნეში დიდი არხის მშენებლობამ, რომელიც აკავშირებს ყვითელ და იანძის მდინარეებს, უზარმაზარი სამხედრო ძალებისა და საქონლის გადაადგილების შესაძლებლობა გააჩინა.
» „ალბათ, ჩინეთი ყველაზე წარმატებული ცენტრალიზებული სახელმწიფოა კაცობრიობის ისტორიაში“, - ამბობს ჰარლი, წიგნ Empires of the Steppes: How the Steppe Nomads Forged the Modern World-ის ავტორი.
,,და კაცობრიობის ისტორიის ზოგიერთ მომენტში, ეს იყო უდავოდ უდიდესი ცივილიზაცია."

• ძველი პერუ - ჩვ.წ. 1200 წ.

პერუ იყო ცივილიზაციის აკვანი მრავალი კულტურისთვის, მათ შორის ჩავინი, პარაკა, ნაზკა, უარი, მოჩე და ინკები.
ამ ჯგუფებში, არქეოლოგებმა მეტალურგიის, კერამიკისა და მოწინავე სამედიცინო და სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის მტკიცებულებები აღმოაჩინეს.
ცივილიზაციამ კულმინაციას მიაღწია ინკების დიდ იმპერიაში, რომელიც გადაჭიმული იყო დღევანდელი კოლუმბიიდან ჩილემდე და ცნობილია ანდების ქალაქ მაჩუ-პიქჩუთი, თავისი რთული ურბანული ქსელით.
ინკებს არ განუვითარებიათ დამწერლობის სისტემა;
ნაცვლად კი იყენებდნენ სურათებსა და სიმბოლოებს.
ასევე იყენებდნენ აღრიცხვის კვანძოვან სისტემას, აგებდნენ მოკირწყლულ გზებს უხეშ რელიეფზე, რომლებიც აკავშირებდნენ ქალაქებსა და სოფლებს და შექმნეს რთული სასოფლო-სამეურნეო და არქიტექტურული ინოვაციები.
ჰარლი ამბობს, რომ ესპანელების მიერ სამხრეთ ამერიკაში შემოტანილმა ჩუტყვავილამ და სხვა დაავადებებმა ინკას მოსახლეობას ბოლო მოუღო, რამაც თავისთავად გამოიწვია ცივილიზაციის შინაგანი შესუსტება და ამან ხელი შეუწყო ფრანსისკო პისაროს ხელმძღვანელობით ინკების დაპყრობას, 1532 წელს.
» ,,ამგვარად, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო რაიმე მნიშვნელოვანი სახით დასუსტებულიყო, გარედან შემოტანილმა დაავადებამ ხელი შეუწყო პერუში ინკების ცივილიზაციის დამხობის სქემის მომზადებას“, - დასძინა ჰარლიმ.

• უძველესი მესოამერიკა - ჩვ.წ. 1200 წ.

დღევანდელი მექსიკისა და ცენტრალური ამერიკის ნაწილები ოდესღაც მრავალი ძირძველი კულტურების სახლი იყო, დაწყებული ოლმეკებით დაახლოებით ჩვ.წ. 1200 წელს და გაგრძელებული საპოტეკით, მაიათი, ტოლტეკებითა და აცტეკებით.
ნაყოფიერმა სასოფლო-სამეურნეო მიწებმა განაპირობა სოფლის მეურნეობის განვითარება, მნიშვნელოვანი კულტურები გახდა სიმინდი, ლობიო, ვანილი, ავოკადო, წიწაკა, გოგრა და ბამბა.
აღმოჩენილია პირამიდის სტილის ტაძრები, დახვეწილი ჭურჭელი, ქვის ძეგლები, ფირუზისფერი სამკაულები და სხვა სახვითი ხელოვნების ნიმუშები.
მეცნიერები თვლიან, რომ საპოტეკებმა მესოამერიკაში შექმნეს პირველი დამწერლობითი კალენდარი და დამწერლობის სისტემა, ხოლო მაია ცნობილია მათი მიღწევებით მათემატიკაში, იეროგლიფებში, არქიტექტურასა და ასტრონომიაში.
მომთაბარე აცტეკებმა, 1325 წელს, დააარსეს ტენოჩტიტლანი (დღევანდელი მეხიკო) ტექსკოკოს ტბის პატარა კუნძულებზე და გახდა საკმაოდ განვითარებული სავაჭრო ქალაქი.
აცტეკები იყენებდნენ კალენდარს, რომელიც შედგებოდა 365 დღისგან და ასევე იყენებდნენ 260-დღიან რიტუალურ კალენდარს.
რიტუალური კალენდრის მიხედვით, აცტეკები წირავდნენ მსხვერპლსა (ადამიანის) და სისხლს.
წერის ფორმად იყენებდნენ პიქტოგრამებს და ქმნიდნენ ხელოვნების ნაწარმს.
ესპანეთის შემოსევამ, ერნან კორტესის მეთაურობით, 1519 წელს, აცტეკების მესოამერიკელი მტრების დახმარებით, დაასრულა აცტეკების ცივილიზაცია, 1521 წლისთვის.
» „როდესაც კორტესი ჩამოვიდა, აცტეკებს ძალიან გაუჭირდათ კონტროლის შენარჩუნება თავიანთ ქვეშევრდომ ტომებზე“, - ამბობს ჰარლი.
,,მათ [ტომებს] ძლიერ სძულდათ ზემდგომები და კორტესმა ყველა ამ უუფლებო სუბიექტს საკმარისი უპირატესობები მისცა, რათა აცტეკების იმპერია დაემხოთ.”
4