უძვირფასესი "ქვა", რომელსაც მამაკაცი ათწლეულების განმავლობაში კარის შემკავებლად იყენებდა

7
მიჩიგანში ოდესმე ნანახი ერთ-ერთი უდიდესი მეტეორიტი ექსპერტების ყურადღების ცენტრში პოვნიდან 80+ წლის შემდეგ აღმოჩნდა 😮🪨
• ScienceAlert-ის ცნობით, მოკრძალებული ცხოვრებით მცხოვრები მამაკაცის ფერმაში, 10 კილოგრამიანი უცნაური ფორმის ქვა, კარის შემკავებლის პოზიციაზე მრავალი ათწლეულის განმავლობაში რჩებოდა, სანამ მეცნიერების ხელში აღმოჩნდებოდა.
» ,,მაშინვე მივხვდი, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული იყო”, - განმარტა მონა სირბესკუმ, მიჩიგანის უნივერსიტეტის გეოლოგმა 2018 წელს ადგილის შესწავლის შემდეგ.
,,ეს არის ყველაზე ძვირფასი ნიმუში, რაც კი ოდესმე მქონია ჩემს ცხოვრებაში, ფულადი და სამეცნიერო თვალსაზრისით."
• ობიექტი, მეტსახელად "ედმორის მეტეორიტი", არის დიდი რკინა-ნიკელის მეტეორიტი ნიკელის დიდი შემცველობით, რომელიც შეადგენს დაახლოებით 12 პროცენტს.
თუ როგორ მოხვდა მეტეორიტი მაზურეკის სახლში, ეს ცალკე ამბავია.
გეოლოგის თქმით, როდესაც მაზურეკიმ ფერმა შეიძინა 1988 წელს, უცნაური ქვა უკვე ბეღელის კარებს აკავებდა.
როდესაც ახალმა მფლობელმა წინას ქვის შესახებ ჰკითხა, უთხრეს, რომ კარის შემკავებელი სინამდვილეში მეტეორიტი იყო, რომელიც 1930-იან წლებში მან და მისმა მამამ დაინახეს, როდესაც ღამით ჩამოვარდა მათ საკუთრებაში , , და დაცემისას ჯოჯოხეთური ხმაური გამოიწვია".
მეორე დილით, მამა-შვილმა იპოვა ობიექტის მიერ წარმოქმნილი კრატერი და ამოთხარეს მეტეორიტი.
მათ თქვეს, რომ იგი ჯერ კიდევ თბილი იყო.
წინა მფლობელმა ახალს უთხრა, რომ რადგან მეტეორიტი ქონების ნაწილი იყო, ახლა იგი მას ეკუთვნოდა.
ამრიგად, მაზურეკი კოსმოსურ ქვას 30 წლის განმავლობაში იყენებდა, როგორც კარის შემკავებელი - გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისმა შვილებმა ქვა სკოლაში თვალსაჩინოებისთვის მიიტანეს.
ბოლო-ბოლო, როდესაც ნახა, რომ ხალხი მეტეორიტების პოვნითა და გაყიდვით სარგებელს იღებდა, გადაწყვიტა თავისი გიგანტური "ქვაც" დაეფასებინა.
აღმოჩნდა, რომ მამაკაცი წლების განმავლობაში კარის შემკავებლად 75 000 დოლარიან კოსმოსურ ქვას იყენებდა. 🫢
იხილეთ ვიდეო.
facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
7