უძირო სილამაზეს ხომ არ ეძებდით?

6
ეს არწივის ნისლეულია!🤩✨
აქ, ამ სილამაზემ პაუზა მოითხოვა ...
.
.
.
.
.
.
ისევ ითხოვს, თუმცა ამ კადრის მომპოვებლის არ აღნიშვნა მინიმუმ დანაშაულია.
ეს სურათი ლეგენდარული ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ნამუშევარია.
ვხედავთ არწივის ნისლეულში არსებულ ვარსკვლავთა ღია გროვას, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 6500 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.
ღია გროვა და თავად არწივის ნისლეული ერთად ცნობილია, როგორც Messier 16.
ამ სურათზე ნაჩვენები მუქი ლაქები გაზისა და მტვრის მკვრივი რეგიონები გახლავთ, რომლებიც ფარავენ ფონად არსებულ ვარსკვლავებს.
ეს განსაცვიფრებელი სურათი ინდივიდუალური დაკვირვებების კომპოზიტია და ისინი გადაღებულია ორი ახლო ინფრაწითელი ფილტრით.
F775W ფილტრის მონაცემებს ვხედავთ ლურჯად, ხოლო F850LP-ის მონაცემებს წითლად.
გამოსახულება უფრო რომ გაუმჯობესებულიყო, ფერები დაემატა ხმელეთზე არსებული ტელესკოპების მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად.
6