ჯერ კიდევ თებერვალში გახდა ცნობილი, რომ Louis Vuitton-ის მამაკაცების ხაზის შემოქმედებითი დირექტორის ადგილს ამერიკელი მუსიკოსი, ფარელ უილიამსი დაიკავებდა. როგორც ვიცით უილიასამდე აღნიშნულ პოზიციაზე ვირჯილ აბლო მუშაობდა, რომელიც 2021 წელს სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.
ბრენდის გადაწყვეტილება მოდის ინდუსტრიისთვის მოულოდნელი გახდლათ - ვირჯილის გარდაცვალების შემდეგ Louis Vuitton-ის მამაკაცების ხაზს სხვა ხელმძღვანელი არ ჰყოლია, თუმცა ამ ადგილისთვის ბრიტანელი დიზაინერები გრეის უელს ბონერი და მარტინ როუზი მუშაობდნენ.
მუსიკოსის სადებიუტო ჩვენება გუშინ, პარიზში, უძველეს ხიდზე - The Pont Neuf-ზე, მამაკაცების მოდის კვირეულის ფარგლებში, შედგა.
ღონისძიება საკოლექციო ჩვენებაზე ბევრად მეტი იყო, მას ესწრებოდნენ: ბიონსე, ჯეი ზი, ზენდეია, როგორც ბრენდ ამბასადორი, რიანა, კიმ კარდაშიანი, ლენი კრავიცი, ჯარედ ლეტო, ლუის ჰემილტონი, ჯეიდენ სმიტი, Tyler the creator და ა.შ.
შოუს შემდეგ, ე.წ. After Party-ზე ჯეი ზი სტუმრების წინაშე წარსდგა და ისეთი ლეგენდარული სიმღერები შეასრულა, როგორიცაა "Niggas in Paris".
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ დონის ვარსკვლავები ერთად, ერთ სივრცეში დიდი ხანია არავს გაუერთიანება.
გთავაზობთ კოლექციას: