“აქა დავემკვიდრო მე".

10
👑👑👑👑👑👑👑👑👑👑👑👑👑👑
სულიერმა სიძლიერემ შეაძლებინა, არაერთი წარმატებისთვის მიეღწია, გაატარა სამხედრო რეფორმა და შექმნა ძლიერი ჯარი, არაერთი მოგებული ბრძოლა, ქვეყნის გაერთიანება. დიახ, გვქონდა და მეფე დავითმა შექმნა თავისუფალი სასამართლოს, დააარსა გელათის აკადემია, დავითის ეპოქაში მოიჭრა ოქროს მონეტები 🪙🪙🪙 ვიყავით ტოლერანტი ერი❤️  და ეს მისი მეფობის პერიოდში. მე-12 საუკუნეში.
დღეს ოცდამეერთე საუკუნეა!!!!
გამეფდა 👑 16 წლის და იმეფა 36 წელიწადი - გონიერებითა და ძლევამოსილებით. თანაბრად უჭრიდა ჭკუაც და ხმალიც. სადაც საჭირო იყო, გონებას მოიკრებდა - სიბრძნით განსჯიდა. როცა საჭირო იყო, ხმალდახმალ მიუხდებოდა მტერს. სულიერ სიმშვიდესთან ერთად გარეგნული სიმშვენიერეც ამკობდა მეფეს. როგორც მას აგვიწერს მისი მოძღვარი არსენი თავის ქებით სიტყვაში დავითისადმი, "დავითი ყოფილა მაღალი და მოსული კაცი, ტანმრთელი აგებულებისა. თვალები ჰქონია დიდი, შავი და აზრიანი, წარბები სწორი და სქელი, რომელნიც ამშვენებდნენ დავითის მაღალს შუბლსა, ცხვირი სწორი და მუდამ მღიმარე ტუჩები, მოკლე და შავი წვერი და შავი თმა." მეფის სულიერებას გადმოგვცემს მისი სამოსელიც. გელათის ტაძრის ჩრდილო კედელზე გამოხატული მეფის "ტანსაცმელი ჰგავს მღვდელმთავრის სტიქარს, მხოლოდ სახელოები აქვს მოკლე.
დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა 1125 წელს, დაკრძალულია გელათის მონასტრის სამხრეთის კართან, სადაც დღესაც არის შემორჩენილი უზარმაზარი ლოდი დავითის ეპიტაფიით: ''ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე; ესე მთნავს: “აქა დავემკვიდრო მე". თუმცა წმინდანად კურთხევის შემდეგ მისი ნაწილები ამოასვენეს და დაკრძალეს გელათის  ტაძარში.🙏🙏🙏
დღეს წმინდა დავით აღმაშენებლის, ხსენების დღეა 🙏 
10