ფილმები, რომლებიც საახალწლო განწყობას შეგვიმნიან

14
1. The Holiday -  ალბათ ყველას ძალიან გიყვართ ეს ფილმი, ვისაც არ გაქვთ ნანახი კი გირჩევთ დაუყოვნებლივ უყუროთ.  ფილმი „ შვებულება“ ორ გზააბნეულ, კაცებისაგან დაღლილ ქალზეა, რომლებსაც საახალწლოდ განმარტოება უნდათ. ამისათვის ისინი სახლებს გაცვლიან,  რის შემდეგაც მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება.
2. Love actually- პირადად ჩემი საყვარელი საახალწლო ფილმი,  ბევრი ცნობილი მსახიობის შესრულებით, რომელიც შედგება რამდენიმე წყვილის სასიყვარულო ისტორიით. ფილმის საშობაო მხიარულება , რომანტიკა და საოცარი  ბრიტანული იუმორი ყველაზე დიდ გრინჩსაც კი შეუქმნის საახალწლო განწყობას.
3. Bridget Jones Diary-  ბრიჯიტ ჯონსის დღიური სამი კინოსაგან შედგება. მაგრამ, ჩემი აზრით, მათ შორის საუკეთესო პირველი ფილმია, რომელიც 2001 წელს არის გადაღებული. ალბათ ბევრი ქალი ამოიცნობს თავს ამ რომანტიკულ კომედიაში, რომელსაც ტრადიციულად Happy ending-ი აქვს.
4. While you were sleeping- ფილმი სანდრა ბალოკის გმირული საქციელით იწყება. მთავარი პერსონაჟი მეოცნებე გოგონაა, რომელსაც საახალწლოდ თითქმის ყველა ოცნება აუსრულდება.
5. Serendipity-  თუ შემთხვევითობის არ გჯერათ და თვლით, რომ ყველაფერი რაღაც მიზეზით ხდება, ეს ფილმი არ უნდა გამოტოვოთ. ფილმი „ინტუიცია“ ერთი ნახვით შეყვარებაზეა და ნამდვილად დაგაჯერებთ საშობაო სასწაულებში.
6. Noel- ტერმინი ნოელი ზოგადად შობას ნიშნავს, შესაბამისად, ფილმი აგებულია სხვადასხვა ადამიანთა ისტორიებზე შობის ღამეს, მათ ოცნებებსა და მოლოდინებზე.  აღწერილია შობა ნიუ იორკში, რაც ნამდვილად შეგვიმნის საახალწლო განწყობას.
7. Miracle on 34th Street-  ეს ვერსია კლასიკური ფილმის 90-იანების რიმეიქია. ფილმი რასაკვირველია ახალი წლის პერიოდზეა და ძირითადი მოქმედება სანტა კლაუსის არსებობის ჭეშმარიტებაზეა.
8. Harry Potter and the Philosopher's Stone- ჰარი პოტერის ფილმები მგონი ყველა სეზონს ერგება, თუმცა, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა საუკეთესო არჩევანია საშობაო განწყობის შესაქმნელად. უზარმაზარი ნაძვის ხეები,  კაშკაშა განათება, თოვლით დაფარული სკოლა და, რა თქმა უნდა, ჰოგვარტსის საშობაო ზეიმი, ნამდვილად გაგიჩენთ სურვილს, რომ დაიწყოთ საკუთარი საშობაო ტრადიციები.
9. How the Grinch stole Christmas - ალბათ ყველას ნანახი გვაქვს გრინჩი, მაგრამ არასოდეს გვბეზრდება.  გრინჩი მწვანე ფერის ბანჯგვლიანი არსებაა, რომელსაც სძულს ახალი წელი. ფილმიც სწორედ ამაზეა აგებული. ნამდვილად იხალისებთ ამ საოჯახო კომედიით.
10. Home alone- და ტრადიციულად, ყველასათვის საყვარელი „მარტო სახლში“. ცოტა ზედმეტია ამ ფილმზე საუბარი, ასე რომ, მცირედით შემოვიფარგლები. მარტო სახლშიც საოჯახო კომედიაა, პატარა ბიჭზე, რომელსაც მუდმივად მარტო უწევს დარჩენა. ასახლია , თუ როგორ ართმევს ეს გონებამახვილი ბიჭუნა თავს შექმნილ სირთულეებს. ეს ფილმი საუკეთესო განწყობაზე დაგაყენებთ და ნამდვილად მოგანდომებთ შობა-ახალი წლის დადგომას.
14