ფილმი ტეილორ სვიფტის ტურნეს შესახებ

9
ტეილორ სვიფტის "ერას ტურის" შესახებ ალბათ უკვე ყველამ იცის, თუ უშუალოდ კონცერტზე არ ყოფილხართ ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელებული ვიდოებით მაინც შეგექმნებოდათ წარმოდგენა. 
ტური, რომელიც მაისში დაიწყო და ჯერ-ჯერობით ამერიკის მასშტაბით იმართება, ყოველ მომდევნო შოუზე რეკორდულ წარმატებას აღწევს. აქვე გეტყვით, რომ ტეილორი მსოფლიო მოგზაურობას 2024 წლიდან იწყებს, საკონცერტო ქვეყნებს შორის არიან ირლანდია, პოლონეთი, პორტუგალია, სინგაპური, ავსტრია, ნიდერლანდები, შვეიცარია და ა.შ.
ამ მასშტაბური ღონისძიებების გარდა, უახლესი ინფორმაციით 13 ოქტომბერს, ამერიკაში გამოვა ფილმი სახელწოდებით: "Taylor Swift: The Eras Tour", რომელიც ტურის შესახებ მოგვიყვება და იმ მუხტს, რომელიც გულშემატკივრებს ასე ძალიან უყვართ, ეკრანებიდან გაგვიზიარებს. 
არც ფილმი ყოფილა გამონაკლისი და კინოთეატრების სალაროებში სენსაციური რეკორდები მოხსნა. საუბარია 37 მილიონ დოლარის ღირებულბის ბილეთებზე, რომელიც პირველ 24 საათსი, დიდ კინოთეატრებში - AMC-ში, Regal-სა and Cinemark-ში გაიყიდა. ეს შედეგი ბევრად აღემატება ვარსკვლავური ომების :The Force Awakens"-ის გაყიდვებს, რომელიც გამოშვების პირველ დღეს 20 მილიონს შეადგენდა. 
გთავაზობთ თრეილერს: 
9