ფოტოკონკურსი "ღამის თილისმა"

6
1-ელი აგვისტოს სუპერმთვარეობის შთაბეჭდილებების შემდეგ, გთავაზობთ მოკრძალებულ და სახალისო ონლაინ ფოტოკონკურსს, რომლის მიზანიც "მომავლის პოსტის" მკითხველ/მაყურებლების სამოყვარულო, ან პროფესიონალური ნამუშევრების არც ისე მცირერიცხოვან საზოგადოებამდე მიტანაა. 🚀
თუ მთვარის სილამაზით ტკბობის გარდა, დღეს, ფოტომოწყობილობებიც ააჩხაკუნეთ, გაგვიზიარეთ თქვენი ნამუშევრები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: moon@futurepost.ge
მეილი აუცილებლად უნდა შეიცავდეს:
1. თქვენს სახელსა და გვარს;
2. მოწყობილობის სახელს, რითიც გადაღებულია თანდართული გამოსახულება;
3. თქვენთვის პრიორიტეტული სოციალური ქსელის თქვენივე გვერდის ან პროფილის მისამართს, რათა შესაძლებელი იყოს თქვენი მონიშვნა (სურვილისამებრ);
4. მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რომელიც მიუთითებს კონტენტის მფლობელის ვინაობას (მაგალითად: Photo by თქვენი საჯარო წოდება ან ჭვირნიშანი (watermark) PNG ფორმატში);
5. ერთ რჩეულ გამოსახულებას, რომელიც გადაღებულია 2023 წლის 1-ელი აგვისტოს სუპერმთვარეობისას, რა თქმა უნდა, თქვენ მიერ.
ფოტოკონკურსი გაგრძელდება მიმდინარე კვირის ბოლომდე.
გამოგზავნილი მასალებიდან ყოველდღიურად აიტვირთება რამდენიმე ერთეული.
(შემოსული კონტენტის რაოდენობის მიხედვით).
თითოეული საკონკურსო დღის ბოლოს, ყველაზე მეტი რეაქციის მქონე 3 ფოტო აიტვირთება, როგორც 𝙁𝙋-ს "ფეისბუქ" გვერდზე, ასევე "მომავლის პოსტის" ვებგვერდის გალერეაში, რომელიც სპეციალურად ამ კონკურსის ფოტოებისთვის მზადდება. ✨
გარდა ამისა, ქართულ სოც.ქსელ FeedC-ზე.
გაითვალისწინეთ, რომ ონლაინ ფოტოკონკურსში მონაწილეობას მიიღებს 3 აგვისტოს 23:59 საათამდე მხოლოდ ელ.ფოსტაზე გამოგზავნილი სურათები.
საკონკურსო Email-ი: moon@futurepost.ge
სხვა ინფორმაციის დასაზუსტებლად გამოიყენეთ ვებგვერდზე (www.futurepost.ge) არსებული ონლაინ ჩატი.
facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
6