ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, შვეიცარიის საელჩო საქართველოში და კანადის საელჩო თურქეთში აორგანიზებენ საერთო ღონისძიებას - ფრანგულენოვანი ფილმების ჩვენებას.
20 მარტი I 19:00
𝐂𝐎𝐋𝐎𝐌𝐁𝐈𝐍𝐄
რეჟისორი: დომინიკ ოტნენ-ჟირარი, 2022
13 წლის კოლომბინს კონფლიქტი აქვს დედასთან, მამას კი არ იცნობს. მის მოსაძებნად, გოგონა დროში მოგზაურობას იწყებს. კოლომბინი უზარმაზარ სპექტაკლში აღმოჩნდება ჩარჩენილი. იქიდან თავის დაღწევა მან მხოლოდ საკუთარი ძალებით უნდა შეძლოს და გულს მიენდოს.
ხანგრძლივობა: 1 სთ 27 წთ
ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად ინგლისური და ქართული სუბტიტრებით.
22 მარტი I 19:00 სთ
𝐋𝐄𝐒 𝐏𝐈𝐑𝐄𝐒
რეჟისორი: ლიზ აკოკა
ჩრდილოეთ საფრანგეთში, ბულონ-სურ-მერის პიკასოს სიტეში ფილმის გადაღებები იწყება. კასტინგის შედეგად ფილმში მთავარ როლზე ოთხ მოზარდს: ლილის, რაიანს, მაილისს და ჯესის დაამტკიცებენ. სამეზობლოში ყველას უკვირს: რატომ შეარჩიეს ყველაზე "უარესები"?
ხანგრძლივობა: 1 სთ 39 წთ
23 მარტი I 19:00 სთ
𝐑𝐄𝐒𝐏𝐈𝐑𝐄
რეჟისორი: ონურ კარამანი (2022)
15 წლის მაროკოელი ემიგრანტი ფუადის და 27 წლის კვებეკელი მაქსის ცხოვრება სავსეა უიმედობით, მაგრამ ორივე ისეთი მოვლენების წინაშე აღმოჩნდება, საიდანაც ვერც ერთი გამოვა უვნებელი.
ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ