⬇️ფსიქიკას დიდი შესაძლებლობები აქვს,მის დიდ ნაწილს სამწუხაროდ ვერ ვიყენებთ

Bysofia telauridzeGeorgia11 Jan, 2022
8
ფსიქიკა თქვენს ფიქრებს აღიქვამს როგორც რეალობას. რასაც გაიფიქრებთ, თქვენივე ფსიქიკას ის ჰგონია მართალი. მე რასაც მეტყვით, ის ხომ მესმის, შესაბამისად, თქვენს ფსიქიკას რასაც ეუბნებით, მას ის ესმის. განვიხილოთ, რას ნიშნავს საკუთარ თავთან არასწორი ფიქრები.
მოვიდა ადამიანი და მეუბნება, რაღაც უნდა გავაკეთო, სხვა გზა არ მაქვსო. მისმა ფსიქიკამ გაიგონა მისივე სიტყვები და მიიღო შთაბეჭდილება, რომ უსუსურია. მას, ფსიქიკას, მხოლოდ ეს ერთი გზა აქვს. მოსაუბრეს, ესე იგი მის ფსიქიკასაც, ვეუბნები, რომ მეორე გზაც არის. მე შემიძლია, გავაკეთო ან არ გავაკეთო რაღაც, მაგრამ ვაკეთებ.ეს უკვე ძალის განცდაა.
თქვენ რომ გგონიათ, სულერთია, რას იტყვით ან, თუნდაც, რას გაიფიქრებთ, არ არის სულერთი, იმიტომ რომ ზუსტად სიტყვებისა და ფიქრების შესაბამისი განწყობა ყალიბდება.
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენ გარეთ რა ხდება, მნიშვნელობა აქვს, ჩვენ როგორ ვფიქრობთ.
წარმოიდგინეთ, ოთახში ჩავიკეტეთ, კარი დაიკეტა, გარეთ ვერ გავდივართ.გავიფიქრეთ: დავიღუპეთ.ფსიქიკამ მოისმინა ეს დასკვნა და შეწყვიტა აქტიურობა.თუ ვიტყვით აბა რა გავაკეთოთ აქედან როგორ გავიდეთ-ეს მუშაობს, რადგანაც ფსიქიკა ჩვენს სიტყვებზე რეაგირებს.
ფსიქიკას დიდი შესაძლებლობები აქვს, მის დიდ ნაწილს სამწუხაროდ ვერ ვიყენებთ.
ზურა მხეიძე❤️✨
Bysofia telauridzeGeorgia11 Jan, 2022
8