17 ნოემბერს, პარასკევს 17:00 საათზე გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება ქართველი და აფხაზი ქალი მწერლების მოთხრობების კრებულის "შეხვედრა" პრეზენტაცია.
ერთობლივ კრებულში გაერთიანებულია ოთხი აფხაზი და ოთხი ქართველი ავტორის მოთხრობები: დ. ანფიმიადი ("ანგელინას ომი"), ა. არძინბა ("კვანტური კავშირები"), ნ. ბატიაშვილი ("მიფრინავენ თოლიები"), შ. ბგანბა ("თმას შერეული ჭაღარა"), თ. გეგეშიძე ("ყველაფერი მიწის ბრალია"), ნ. ეშსაუ ("თალი"), ე. ტოგონიძე ("განახლება"), ს. ფაჩულია ("ცარიელი თვალები")."კრებული ომის დაძლევაზეა, ბოროტების დაძლევაზეა...
აფხაზი და ქართველი ქალი მწერლების მოთხრობებს სწორედ ეს აერთიანებს: გულწრფელი გულისტკივილი ადამიანის მიმართ, მისდამი სიყვარული, თანაგრძნობა და სამართლიანობა." - გ. ოდიშარია, დ. ნაჭყებია.
კრებული გამოიცა ქართულ და აფხაზურ ენებზე.