ქართველი მოსწავლეების ხმა უკრაინას

12
ისინი ხედავენ... მათ ესმით... და ტკივათ... ძალიან ტკივათ...მაშინ, როცა ბავშვები ბუნკერებში იღვიძებენ და იძინებენ;
მაშინ, როცა ისტორიის წიგნებში ამოკითხული ომების ნაცვლად ისინი ბრძოლებს პირისპირ უყურებენ;
მაშინ, როცა შვილებს დედები თვალწინ უკვდებათ, მამებს კი სამშობლოს დასაცავად უშვებენ, რა უნდა ვასწავლო ჩემ მოოსწავლეებს თანაგანცდაზე დიდი ?!
ისინი სულ რაღაც 12 წელია ამშვენებენ დედამიწას და მზად არიან 12 წლის განმავლობაში ნაზარდი გულით გაიზიარონ იქ, სადღაც ძალიან შორს და თან ძალიან ახლოს პაწაწინა თუ დიდი ადამიანების ტკივილი... ტკივილი ომისა... ალბათ ჩვენი ხმა თქვენამდე დიდ ხანს ვერ მოვა, მაგრამ მე დღეს ჩვენ საზოგადოებას გავუზიარებ ჩემი მოსწავლეებს ხმას:
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ომი არამგონია იყოს ცივილიზებული ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება...“ - ისინი იაზრებენ!

„გამარჯობა, პიოტერ, მაგრად მომენატრე. ძალიან მძიმე კადრებია გავრცელებული, მაგრამ ახლა ნამდვილად არ არის სისუტის და დანებების დრო, ცოტაც და რუსეთი დამარცხდება. ბოლომდე ბრძოლაა საჭირო! მალე ძალიან მწარედ ინანებენ თქვენი ქვეყნის უსაფრთხოების დარღვევას.“ - ისინი გრძნობენ!
„ჩემი ოჯახის წევრები, რომ მოეკლათ, ჯერ დეპრესია შემიპყრობდა, შემდეგ კი წავიდოდი სადმე თავშესაფარში, უკრაინელებს გამამახნევებლ წერილებს მივწერდი და უპრობლემოდ წავიდოდი ომში.“ - მათ ტკივათ. 



„არ შემიძლია ბოლომდე აღვიქვა უკრაინის სირთულე ან ტკივილი, მაგრამ შემიძლია შევიგრძნო ტკივილი, რომელსაც რუსეთის მიერ რამდენიმე კილომეტრში ოკუპაციის გაგრძელბა წარმოადგენს.“ - ისინი აზროვენებენ. „
ამერიკა, საქართველო, თითქმის მთელი ევროპა და კიდევ მილიონობით ადამიანი შენსკენაა უკრაინა. ვიცით, რომ საქართველო არაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ესაა რაც შეგვიძლია...“ - ისინი ხედავენ!
„ჩვენთან სკოლაში  ფანჯრებზე უკრაინის დროშები დავხატეთ და სკოლაში ოკუპაციის კვირეული მოვაწყეთ, ამის შემდეგ მომინდა რომ ყველა ვინც საფრთხეშია ჩემთან შემეფარებინა... მოკლედ თქვენზე მამაცი, ყოჩაღი და ძლიერი ადამაინები არ მინახავს!“ - ისინი ეხმარებიან.
 „თუნდაც მანდ მარტო დარჩე, მინდა იცოდე, რომ აქედან და მთელი მსოფლიოდან მილიონობით ადამიანი შენს გვერდით დგას. მე იმედს ვიტოვებ რომ ეს ტრაგედია აღარასოდეს განმეორდება.“ - მათ ესმით.
„არ დანებდე! მე და უამრავი სხვა შენთან ვართ და ამას მარტო არ აკეთებ! „ - ისინი მხარს უჭერენ. „მინდა იცოდე, რომ მხარს გიჭრთ! ალბათ, გაგიგია საქართველოს პარლამენტი, იქ ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც გასაპროტესტებელია.“ - ისინი არ ნებდებიან.



ესენი ჩემი მოსწავლეები არიან და მათ კარგად ესმით უკრაინელი მოსწავლეების, მასწავლბლების, ყველა ადამიანის ტკივილი!
გამაგრდი უკრაიანა! ჩვენ გვესმის, ჩვენ ვხედავთ, ჩვენ გვკტივა, ჩვენ მხარს გიჭერთ!
დიდება უკრაინას!
დიდება უკრაინელ გმირებს!
ქართველი მოსწავლეებისგან უკრაინელ მოსწავლეებს!
12