ქართველი მსახიობები Netflix-ის ახალ ფილმში

9
"Extraction 2" - ნეთფლიქსის ახალი ფილმია, რომელიც 16 ივნისს გამოვა. მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ სათავგადასავლო თრილერში კრის ჰემსვორთან ერთად ქართველი მსახიობებიც ითამაშებენ. მათ შორის არიან ირაკლი კვირიკაძე, ანდრო ჯაფარიძე, თინა დალაქიშვილი, დათო ბახტაძე და თორინიკე გორგრიჭიანი - ერთ-ერთ მთავარ როლში.
Extraction-ის პირველი ნაწილი დღემდე რჩება Netflix-ის ყველა დროის ყველაზე ყურებადი ფილმების ტოპ ათეულში. ორივე ფილმზე პროდიუსერებმა, ძმებმა ენტონი და ჯო რუსოებმა იმუშავეს. მათი განმარტებით Extraction 2 -ი სრულიად დამოუკიდებელი და განსხვავებული იქნება თავისი ტემპით და საკომინიკაციო ტონით.
9