ქართველი მსახიობი, ლუკა ჩიქოვანი დევიდ ბოუის როლს შეასრულებს

9
ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელსაც რეჟისორი Giada Ceotto იღებს, დევიდ ბოუის როლს ლუკა ჩიქოვანი შეასრულებს. 
როგორც თავად მსახიობი წერს, ფილმი - "Ground Control"-ი ლეგენდარული ვარსკვლავის იმ უნარზე გაამახვილებს ყურადღებას, რომლის მეშვეობითაც არტისტი მის ფემინურ და მასკულინურ მხარეეებს ჯადოქარივით, იდეალურად აერთიანებდა. 
"ფილმი მოგვითხრობს, მისი მასკულინური ფიგურის და ფემინური შინაგანი სამყაროს ალქიმიურ შერწყმაზე. იმ მოგზაურობაზე, რომელიც ბოუვიმ განვლო საკუთარ თავში ქალური მხარის აღმოჩენამდე, შიშებზე, რომელიც ამ მოგზაურობის პარალელურად ეუფლებოდა. ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ამ ჯადოსნური როკსტარის და გენიოსის ინტერპრეტაციის საშუალება მომეცა. 
ძალიან მიჯაჭვული ვარ დევიდ ბოუვის ფიგურასთან. ის ყოველთვის შთამაგონებელი იყო როგორც თავისი ახალი საკომუნიკაციო ენით, ასევე მენტალური გახსნილობით მისტიციზმისკენ. მეც არაერთხელ შევიცვლილვარ და წლების განმავლობაში ეს უარყოფითი რამ მეგონა, თუმცა შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩვენი პიროვნება უწყვეტ ტრანსფორმაციასა და ტრანსმუტაციაში უნდა იყოს. "- წერს ლუკა ჩიქოვანი Intragram-ზე გამოქვეყნებული პოსტის აღწერაში. 
ჯერ-ჯერობით ფილმის გამოსვლის თარიღი ან სხვა დეტალები უცნობია. 
9