ქართული დიასპორის ლობისტი

11
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოში მოქმედებს სპეციალური კანონი ლობისტური საქმიანობის შესახებ და დაინტერესებულ პირებს თუ ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ თუ თვითმმართველ ორგანოებში მოახდინოს მათთვის საინტერესო ნორმატიული აქტის მიღება თუ მოქმედი აქტის შეცვალა ან გაუქმება...
სარაჯიშვილის იურიდიული ოფისი და მისი იურისტები ვცდილობთ ავამოქმედოთ ხელისუფლებაზე ზემოქმედების ეს კანონიერი ინსტრუმენტი, რათა ეფექტურად მოვახდინოთ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების წინაშე მდგარი აქტიუალური საკითხების ხელისუფლების დღის წესრიგში შეყვანა, მათი შემდგომი გადაჭრის მიზნით...
ამიტომაც, საქართველოს სახელმწიფო უწყებებში ქართული დიასპორის საკითხების აქტიური ლობირებისთვის შექმნილია სპეციალური ფბ-ჯგუფი. ჯგუფი ღიაა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრიანდეს და აქტიურად მიიღოს მონაწილეობა საკითხების განხილვაში...
11