ქართული კინოს მარათონი

11
15 მაისი ქართული კინოს დღეა!
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ამ დღის აღსანიშნად კინო მარათონს გეგმავს. ფილმების ჩვენებები გაიმართება თბილისის 2 კინოთეატრში და საქართველოს 16 ქალაქში.
ქართული კინოს 115 წლიანი ისტორიიდან მარათონის პროგრამა მაყურებელმა ღია გამოკითხვის მეშვეობით, თავადვე შეარჩია.
მაყურებლის რჩეული ფილმებია:
1. "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში", რეჟისორი - ვასილ ამაშუკელი
2. "ჩემი ბებია", რეჟისორი - კოტე მიქაბერიძე
3. "ჯიმ შვანთე", რეჟისორი - მიხეილ კალატოზიშვილი
4. "ქეთო და კოტე", რეჟისორი - ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი
5. "დიდი მწვანე ველი", რეჟისორი - მერაბ კოკოჩაშვილი
6. "ერთი ნახვით შეყვარება", რეჟისორი - რეზო ესაძე
7. "ცისფერი მთები" , რეჟისორი - ელდარ შენგელაია
8. "უძინართა მზე", რეჟისორი - თემურ ბაბლუანი
9. "სამი სახლი", რეჟისორი - ზაზა ურუშაძე
10. "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ" - რეჟისორი - ალექსანდრე კობერიძე
ზუსტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მარათონზე დასწრება თავისუფალია, მათ შორის ფიმების ნახვის შესაძლებლობა მიეცემათ უცხოელ მაყურებლებსაც - ყველა ფილმს თან დაერთვება ინგლისური ტიტრები. 
აღსანიშნავია, რომ კინომარათონს შემოუერთდნენ საქართველოს საელჩოები ნიდერლანდებში, ავსტრიაში, მალაიზიასა და ნორვეგიაში. შესაბამისად, 15 მაისს ქართული ფილმების ხილვის შესაძლებლობა მაყურებელს აღნიშნულ ქვეყნებშიც ექნება.
11