ქეთი დუღაშვილის პოეზია

ByArt infoItaly
7
***(წერილი ემიგრანტ ქმარს) 
იქნებ არაფერი დაგვმართნია,იქნებ სიზმარშია საქართველო,ყველა დაღმართის წინ აღმართიადა შენც დაბრუნდები საყვარელო..
ერთად მივატოვოთ თეთრი ღამე,გზაა გასავლელი უფრო მძიმე,მოდი, ტკივილები დამიამე,შენი შვილის გვერდით დაიძინე..
როგორ გაგვიძვირეს სიყვარული,უცებ გავშიშვლდით და დავჩიავდით,გეყოს, უცხო ცის ქვეშ სიარული,თვალში ცრემლ-ჩამდგარი განთიადი..
სულის სიღრმეშია ჩემო, ღმერთი,ღმერთი არასოდეს მიგვატოვებს..მოდი, რახანია გელოდებით,ერთად მივატოვოთ სიმარტოვე..
იქნებ არაფერი დაგვმართნია,იქნებ სიზმარშია საქართველო...ყველა დაღმართის წინ აღმართიადა შენც დაბრუნდები საყვარელო...
***
შუქი არ გამორთოთ, ენთოს..ისევ ძველი დარდით ვწვები:როგორ დავიბრუნო ღმერთო, უკან, დაკარგული წლები..გადის დღეები და ვგონებ, ვეღარ მივაგენი საშველს,   შუქი არ ჩააქროთ თორემ, არ მსურს სიბნელეში დარჩესჩემი უპატრონო ცრემლი, ჩემი უსასრულო გლოვა.. ახლა აღარავის ველი.ვიცი აღარავინ მოვა.როგორ იხედება მთვარე, ყველგან ჩემი ფანჯრის გარდა,  მალე დავივიწყებ თვალებს, მე რომ მიყვარდა და მწამდა.დრო ხომ უდარდელად გარბის, აღარც მიყურებ და ურცხვობ, ასე ნაცნობი და კარგი, უცებ როგორ გახდი უცხო..ვეღარც მე წავალ და ვერც გთმობ, ისევ ერთი ფიქრით ვწვები..როგორ დავიბრუნო ღმერთოუკან, დაკარგული წლები...
***
ძვირფასო, ჩემო სულმნათო,სულ ჩემს გულში ხარ, სულ მათბობ.მზე ხარ თუ, ვარსკვლავთ ციმციმი..თვალებითაც კი მიცინი.ხარ ჩემი გულის ყაყაჩო,ხანდახან მინდა დაგახრჩო,ო.. რას გაუგებ შენს შეშლილსგინდა შველა და ვერც შველიდა ნურც გამკიცხავ სიცოცხლემხოლოდ ყვავილი მიცოცხლე,გულიდან ამომავალი..აბა მითხარი ვინა მყავს, ამქვეყნად შენი ბადალი?..

***
იჯდა კუთხეში,თითქოს დასჯილიდა უთვისტომო ბავშვის იერით,მე მქონდა ფული,დრო და მანძილი,მივლასლასებდი სახლში მშიერი.
იჯდა, მღეროდა..ვაგონს ველოდი.ის ძირს დაგდებულხურდას ელოდა..საქართველოთი,საქართველოში,მე მივდიოდისაქართველოდან..
აქ ვერ აღწევდააპრილის სუნთქვა,სიცივე, მტვერი,შიში ეყარა..ის მღეროდა დამრცხვენია, სულ სხვა,მე დავინახეჩემი ქვეყანა..
ByArt infoItaly
7