'30 Under 30' Forbes-ის ყოვეწლიური გამოცემაა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტირებში მიღწეული წარმატებებისთვის 30 წლამდე ადამიანებს გამოარჩევს. გამოცემა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ტექნოლოგია, ხელოვნება/სტილი, შოუ-ბიზნესი, სპორტი, მარკეტინგი, მეცნიერება, მედია, მუსიკა, განათლება და ა.შ.
წლევადელ '30 Under 30'-ში ამერიკელი სუპერ-მოდელი და რეალითი შოუს ვარსკვლავი, 28 წლის ქენდალ ჯენერი მოხვდა.
ჯენერმა აღიარება Forbes-ის ხელოვნებისა და სტილის კატეგორიაში მოიპოვა.
გარეკანის ციფრული ვერსია:
წარმატებული სამოდელო კარიერის გარდა, ჯენერს აქვს საკუთარი ტეკილის ბრენდი, "818", რომელიც ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. 818-ი ოპერირებს როგორც ამერიკაში, ასევე კანადაში, ჩინეთში, დუბაიში და ინგლისში. Forbes-ის ცნობით, ქენდალ ჯენერის წლიური მოგება "818"-ის ბიზნესით 2022 წელს 25 მილიონს შეადგენდა.