სულ ცოტა ხნის წინ "Stella McCartney"-იმ 2023 წლის ზამთრის კამპანიის ფოტოები გაავრცელა, რომლის მთავარი სახე ამერიკელი სუპერ მოდელი, ქენდალ ჯენერია. ეს გახლავთ პირველი თანამშრომლობა მოდის სახლსა და ჯენერს შორის.
შთამბეჭდავი ფოტოები ჰარლი უეირმა საფრანგეთის Camargue Salt Flats-ში გადაიღო. კადრებში სუპერ მოდელი რეგიონისთვის დამახასიათებელ ცნობილ თეთრ პონიებთან ერთად პოზირებს.
"ვიცოდი, რომ ამ სეზონის "სტელას გოგონას" ისევე უნდა ყვარებოდა ცხენები, როგორც მე", - აღნიშნა სტელა მაკარტნიმ განცხადებაში.
"ქენდალი ბავშვობიდან ცხენოსნობს, ისევე როგორც მე და აქვს საკუთარი რანჩი, თქვენ ხედავთ, რამდენად მშვიდია ის ამ მგრძნობიარე არსებების გარშემო და მათთან ერთად"
"Horse Power"-ის კამპანია ბრენდის Ready-to-Wear სამოსს წარმოაჩენს.
გთავაზობთ ფოტოებს: