🟠 LIVE
ისტორიული მისია Polaris Dawn-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი იწყება - ღია კოსმოსში გასვლა 🧑🏼🚀
პირდაპირი ეთერი უკვე დაწყებულია, ხოლო უშუალოდ კოსმოსში გასვლა დაიწყება რამდენიმე წუთში, 13:58 საათისთვის.
კადრებს ვიღებთ ხომალდიდან, პირდაპირ ეთერში.
✦ მისიის შესახებ:
ეკიპაჟის ოთხი წევრიდან ღია სივრცეში მხოლოდ ორი გავა: მეთაური ჯარედ აიზეკმანი, რომელმაც დააფინანსა Polaris Dawn-ი და მისიის სპეციალისტი სარა გილისი, SpaceX-ის ინჟინერი.
თუმცა, დანარჩნ ორ ასტრონავტსაც ("სფეის იქსის" ინჟინერი და მისიის სპეციალისტი ანნა მენონი და პილოტი სკოტ პოტიტი) მოუწევთ სკაფანდრების მორგება, რადგან კაფსულას არ გააჩნია ძირითადი ნაწილისგან გამოყოფილი ლუქი.
ანუ, მთელ კაფსულას კოსმოსური ვაკუუმი მოიცავს, როდესაც ლუქი გაიღება.
კაფსულაში წნევის დაგდებას და შემდეგ ისევ საცხოვრებელ პირობებში მოყვანის პროცესს 2 საათი დასჭირდება.
ჯარედი და სარა კოსმოსში ცალ-ცალკე გავლენ და თითოეული 15-დან 20 წუთამდე იქნება კაფსულის მიღმა.