15 მარტს, 19:00 საათზე "Frontline Georgia"-ში გაიმართება ლუკა ბერაძის ფილმის "ღიმილიანი საქართველოს" ჩვენება.
ფილმი ეხება 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიას -"ღიმილიანი საქართველო" და მის შედეგებს.
"ღიმილიანი საქართველოს" მსოფლიო პრემიერა 2023 წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ასევე, ნაჩვენები იყო მონპელიეს და ტორინოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ფილმმა მიიღო სპეციალური აღნიშვნა და ევროკავშირის პრიზი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ასევე, მოიპოვა სპეციალური აღნიშვნა თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალზე "CinéDOC Tbilisi".
რეჟისორი: ლუკა ბერაძემწარმოებელი კომპანიები: 1991 Productions, Color of Mayფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა და დისკუსია ავტორთან.
დისკუსიას გაუძღვებიან კინოკრიტიკოსი ლიზა ალფაიძე და მწერალი ივა ფეზუაშვილი.