ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები „AMA"-ის ისტორიაში

20
გულწრფელად, რომ ვთქვათ ასეთი ღონისძიებები, როგორიც არის"AMA", ბევრად მეტია ვიდრე დაჯილდოება. სიუპრიზებით სავსეა ყველა ის ივენთი, სადაც ამერიკული პოპ-კულტურის ვარსკვლავები ერთ ჭერ ქვეშ იკრიბებიან. 
გავიხსენოთ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები “AMA“-ის 46- წლიანი ისტორიიდან: 
“We Are The World” (1986)
1985 წელს ჰარი ბელაფონტემ  იმ ეპოქაში  მოღვაწე ყველაზე წარმატებული არტისტი შეკრიბა და შექმნა ინსპირაციული ჰიტი „we are the world “, რომლის ავტორები მაიკლ ჯექსონი და ლაიონელ რიჩი არიან.  ამ სიმღერის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც 60 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენდა - აფრიკაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოიყო.
ერთი წლის შემდეგ, თითქმის 40 შემსრულებლის იგივე ჯგუფი 1986 წლის „AMA“ სცენაზე შეიკრიბა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეუსრულა ეს ამაღელვებელი სიმღერა.
Garth Brooks-მა „წლის არტისტის ჯილდო“ არ მიიღო
„Artist of the year” ღონისძების ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, თუმცა 1996 წელს Garth Brooks-მა მასზე უარი თქვა. ამით მომღერალმა და კომპოზიტორმა პატივა სცა სხვა ნომინანტ მუსიკოსებს. მისი აზრით სხვები უფრო მეტად იმსახურებდნენ ამ ჯილდოს.
“So you’ll know right off the bat, I cannot agree with this”- Garth Brooks
Kanye west (2004) 
დღეს, ამერიკელი რეპერის „პირდაპირობა“ ყველასთვის უკვე ნაცნობი ფენომენია, თუმცა 2004-ში”AMA”-ს დაჯილდოებაზე მან ეს მახასიათებელი პირველად გამოაჩინა.
მას შემდეგ, რაც „Best New Artist“ ჯილდო Gretchen Wilson-მა მიიღო, Kanye სცენაზე ავიდა  და განაცხადა, რომ ეს ჯილდო მას ეკუთვნდა.
“I was definitely robbed”
“I was the best new artist this year.” - Kanye West 
Katy Perry (2013)
2013 წლის „AMA”-ს დაჯიკდოებაზე ქეითი ფერიმ თავისი ჰიტი „ I kissed the girl” იაპონელი გეიშას კოსტიუმში შეასრულა. შესრულება მალევე გახდა დიდი კრიტიკის მსხვერპლი, ის კულტურულ დისკრიმინაციად აღიქვა მსოფლიოს დიდმა ნაწილმა.
Lady Gaga (2013)
2013 წლის AMA-ს წითელ ხალიჩაზე ლედი გაგა „ცხენზე“ ამხედრებული გამოვიდა. „მექანიკურ ცხენს“ ორი ადამიანი მართავდა. შეიძლება ეს ლედი გაგას ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი არ არის, თუმცა ვაღიაროთ მომრერალს საუკეთესოდ შეუძლია ყრადღების ცენტრში აღმოჩენა.
Selena Gomez (2014)
სელენა გომეზის ემოციური შესრულება ჯასტინ ბიბერთან დაშორების შემდეგ. „AMA”-ს სცენაზე მან "The Heart Wants What It Wants" იმღერა.
„გმადლობ იესო“-ამ სიტყვებით დაასრულა მომღერალმა პერფომანსი.
20