ყველაფერი Travis Scott-ის საბედისწერო კონცერტის შესახებ

20
ამერიკელი რეპერის კარიერის ისტორია დაახლობით 2012- 2013 წლებიდან იწყება. წლების განმავლობაში მან შექმნა მსოფლიო ჰიტები, ისეთები, როგორებიც არიან „Sicko mode”“Goosbumps”  და მრავალი სხვა. დამთავრდება თუ არა ეს კარიერა ნაადრევად, ანუ 2021 წელს ეს ჯერ არავინ იცის.
Travis scott-ის ბოლო ამერიკული ტურნე -„Astroworld”, ყველაზე საბედისწერო აღმოჩნდა, როგორც რეპერის ასევე მისი გულშემატკივრებისთვის.
როგორც ალბათ უკვე იცით, „AstroWorld”-ის ფარგლებში, ჰიუსტონში ჩატარებულ კონცერტზე რვა ადამიანი გარდაიცვალა, დაახლოებით 150 კი, მძიმედ დაშავდა.
ინციდენტების მიუხედავად რეპერს პერფომანსი არ შეუჩერებია. გავრცელებულ ვიდეოებში კარგად ჩანს ხალხის პანიკა და კონცერტის შეჩერების მანიშნებელი შეძახილები, მოთხოვნები სამწუხაროდ უშედეგო აღმოჩნდა, შესაბამისად გაუსაძლისი სიმჭიდროვის და უჰაერობის ფონზე ადამიანები სავალალოდ დაშავდნენ. 
თრევისის ასეთმა დამოკიდებულებამ, რა თქმა უნდა, გააბრაზა მთელი მსოფლიო, ამას ემატება ის ფაქტიც, რომ კონცერტზე მისი პარტნიორი- Kylie Jenner-იც იმყოფებოდა, საერთო შვილთან Stormi Webster-თან ერთად. კაილის ერთ-ერთ ინსტაგრამ სთორიში, რომელსაც შოუს უღებს, კარგად ჩანს სასწრაფოს მანქანა. ეს ფაქტი მიგვითითეს იმაზე, რომ კაილისთვის ცნობილი იყო, რომ კონცერტზე ხალხი ზიანდებოდა, თუმცა ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია.
ინფორმაციის გავრცელების წამიდან, არ წყდება დიდი აგრესია Travis Scott-ის და მისი გუნდის მიმართ, რაც, საკმაოდ ადეკატურია - ადამიანების სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ დიდმა უპასუხისმგებლობამ შეიწირა. 
საინტერესოა სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრება, რომელიც უამრავმა ახალგაზრდამ გაიზიარა. მათ კონცერტზე მომხდარ ტრაგედიას სხვა სახელი დაარქვეს და ის ზებუნებრივ ძალებს დაუკავშირეს. საკმაოდ სასაცილოდ და არაადეკვატურად ჟღერს ეს ყველაფერი, თუმცა გაგაკვირვებთ იმ ადამიანთა დიდი რაოდენობა, ვინც მართლა ასე ფიქრობს. მათი თქმით ეს კონცერტი სინამდვილეში იყო მსხვერლშეწირვა, კონცერტზე მყოფი ადამიანები სულ გრძნობდნენ დემონურ მუხტს ირგვლივ, და რომ ზოგადად თრევის სქოთის სიმღერები შეიცავს ისეთ დეტალებს, რომლითაც რეპერი ეშმაკს და ჯოჯოხეთს ეთაყვანება
ინციდენტის შემდეგ, თრევისმა ჩაწერა ვიდეო ინსტაგრამ სთორიში, რომლითაც ფანებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებდა დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად. განცხადება გააკეთა კაილი ჯენერმაც, ქენდალმაც, კიმ კარდაშიანმაც  და თითქმის მთლმა ოჯახმა, თუმცა ეს "ორ-ორ წინადადებიანი" ბოდიშები უფრო გაამაღიზიანებელი აღმოჩნდა აუდიტორიისთვის. 
რა ხდება შემდეგ?
Travis Scott-ი მოიხსნა დაგეგმილი ფესტივალებიდან და რა თქმა უნდა „Astroworld”-ის ტურნეც მორჩა.
ამ კვირაში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კონცერტზე დაზარებულები თრევისს და კონცერტის ორგანიზატორებს  სასამართლოში უჩივიან და 750 მილიონ დოლარს ითხოვენ.
მრბალმდებლებმა შეადგინეს სია, სადაც თრევისთან ერთად მოხსენიებულია Apple Music, Epic Records, და ასევე შოუს ერთ-ერთი ორგანიზატორი - ამერიკელი რეპერი Drake-ი.
20