ყინულის ერთი კრისტალიც საკმარისი იქნება ევროპასა და ენცელადზე სიცოცხლის საპოვნელად

5
ყინულის ერთი კრისტალიც კი... 🧊
✦ ვეჭვობთ, რომ მზის სისტემის ყინულოვანი ბუნებრივი თანამგზავრებიდან ბევრს თხევადი ოკეანე გააჩნია, რომელიც ჩაფლულია მათ ქერქში.
IFLScience-ს თანახმად, დაიგეგმა მისიები ამ ოკეანეებამდე საბურღი რობოტების გამოყენებით მისასვლელად, მაგრამ ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ რაღაც უფრო მარტივმაც შეიძლება მოგვაწოდოს ინფორმაცია ამ ოკეანეებისა და მათში სიცოცხლის შესაძლებლობის შესახებ.
ყველაფერი, რაც ამ დიდი საიდუმლოს გასაგებად გვჭირდება, ყინულის ერთი კრისტალია, მარცვალი.
ევროპასა და ენცელადის ოკეანეები დროდადრო კოსმოსში გარკვეულ მასალებს გამოიტყორცნიან, რაც კოსმოსში მოხვედრისთანავე იყინება.
ჯერჯერობით, არ გაგვაჩნია ფიზიკური ნიმუშები.
ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიცოცხლე არსებობს ამ ოკეანეებში და თანამედროვე ტექნოლოგიას შეუძლია მისი აღმოჩენა მასალის მინიმალური რაოდენობის შესწავლით.
» „პირველად ვაჩვენეთ, რომ უჯრედული მასალის უმცირესი ნაწილის იდენტიფიცირებაც კი შესაძლებელია კოსმოსური ხომალდის ბორტზე არსებული მასს-სპექტომეტრის გამოყენებით“, - განაცხადა ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოქტორმა და კვლევის წამყვანმა ავტორმა, ფაბიან კლენერმა.
„ჩვენი შედეგები გვაძლევენ უფრო მეტ თავდაჯერებულობას, რომ ახალი ხელსაწყოებით შევძლებთ აღმოვაჩინოთ დედამიწის მსგავსი სიცოცხლის ფორმები, რომელთა არსებობაც ამ ციურ სხეულებზე უფრო და უფრო სარწმუნოა ჩვენთვის."
• ჯგუფმა მარტივი ბაქტერია გამოიყენა ევროპას ოკეანეში სიცოცხლის შესაძლო ფორმების მოდელირებისთვის.
მათ გამოიყენეს Sphingopyxis alaskensi - ბაქტერია, რომელიც გაჩნდა ალასკის წყლებში, ამიტომაც მისთვის არ არის უცხო ცივი გარემო და საკვები ნივთიერებების სიმცირე.
ჯგუფი წარმოიდგენს, თუ როგორ შეიძლება ბაქტერიებმა ამოაღწიონ ჩამარხული ოკეანიდან მისსავე ზედაპირზე და გამოათავისუფლონ ნივთიერებები ბუშტუკების სახით ბზარებში, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტული ციური სხეულის ზედაპირთან.
NASA-ს კოსმოსური რობოტის, Europa Clipper-ის, გაშვება დაგეგმილია ოქტომბერში (2024) და შეუძლია აღმოაჩინოს ასეთი მასალები, განსაკუთრებით ლიპიდები.
ხოლო, უცხო სიცოცხლის ფორმების მემბრანები შესაძლოა შედგებოდნენ ამ ცხიმოვანი მოლეკულებისგან.
მოლეკულური სტრუქტურის თვალსაზრისით, ლიპიდები ბევრად უფრო სტაბილურია ვიდრე დნმ.
» „შესაფერისი ხელსაწყოებით, როგორიცაა Europa Clipper-ის მტვრის ანალიზატორი, შეიძლება უფრო ადვილი იყოს ყინულოვან ბუნებრივ თანამგზავრებზე სიცოცხლის, ან მისი კვალის პოვნა“, - დასძინა პლანეტარული მეცნიერების პროფესორმა და კვლევის უფროსმა ავტორმა, ფრენკ პოსტბერგმა.
5