შავი ჭირის პათოგენი, ეპიდემიამდე, ბრიტანეთში ათასწლეულების განმავლობაში იმალებოდა

3
შავ ჭირზე პასუხისმგებელი ბაქტერიების დნმ, ბრიტანეთში დამარხული სამი ადამიანის კბილებში აღმოაჩინეს, რომლებიც ეპიდემიამდე ათასობით წლით ადრე იყვნენ დაკრძალული 🧬
• ამ პირებიდან ორი, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან როგორც მოზარდები, დაკრძალეს ჩარტერჰაუს უორენის მასობრივ საფლავში;
მესამე იყო შუახნის ქალი 35-დან 45 წლამდე, რომელიც დაკრძალული იყო ოვალის ფორმის ქვის პირამიდაში, ლევენსში, კუმბრიაში.
სამივე მათგანი, დაახლოებით, ერთსა და იმავე დროს ცხოვრობდა, თუმცა უცნობია იყო თუ არა ჭირი მათი სიკვდილის მიზეზი.
ბაქტერიის Yersinia pestis-ის იდენტიფიცირებული შტამი განსხვავდებოდა შავი ჭირის გამომწვევი შტამისგან, ჭირისგან, რომელიც 500 წელი გაგრძელდა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.
ეს გახლავთ Yersinia pestis ინფექციის უძველესი შემთხვევები, რომლებიც იდენტიფიცირებულია ბრიტანეთში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჭირი ადვილად გავრცელდა, მანამდეც კი, სანამ ის შეიმუშავებდა მუტაციებს, რომლებიც ხელს შეუწყობდა მომაკვდინებელი ვირულენტობის (ფაქტორი, რომელსაც აქვს ზეგავლენა გარემოზე) განმეორებით მომაკვდინებელ შეტევებს მე-14 საუკუნიდან.
• ჭირის მეორე შემოტევა იყო მოვლენების საკმაოდ დიდი სერია კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც შეცვალა არა მხოლოდ ეკონომიკა, პოლიტიკა და კულტურა, არამედ პოტენციურად, თუნდაც შეიძლება ითქვას, ჩვენი გენომი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი რამ ვიცით დაავადების ისტორიის შესახებ, გენეტიკოსები მაინც ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორ დაიწყო და გავრცელდა იგი.
facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
3