შავი ხვრელის წვეულება I The why not gallery

7
20 დეკემბერს "The why not gallery"-ში ნათია საპანაძის პერსონალური გამოფენა, "შავი ხვრელის წვეულება" გაიხსნა. 
ნათია საპანაძის "შავი ხვრელის წვეულება" ძალიან ბნელი ღამეში კოსმოსური მტვრისგან შექმნილი ოცნებების თანავარსკვლავედია. ამ ტილოებზე მბრუნავ უფსკრულებში ვარსკვლავები მივიწყებული სურვილებივით თვალს გიკრავენ და ანგელოზური არსებები ცეკვავენ თავდავიწყების უფსკრულზე. საფანაძის პირველი პერსონალური გამოფენა გიწვევთ შემოქმედის გულში, სადაც სილამაზე სევდის ჩრდილში ყვავის.
თითოეული ნახატი არის პორტალი ჰიპერ კინემატოგრაფიული პეიზაჟისკენ, სადაც სიბნელე არის არა სიცარიელე, არამედ ფონი იმედისვის, იმედის რომელიც იპყრობს მწუხარების ძალას და ქარიშხლის ფონზე სიხარულის პაწაწინა ნაპერწკლებით ანთებს. მარტოხელა ვარსკვლავი ხვრეტს მელნისფერ სივრცეს, ანგელოზისებური არსების ფრთის ბუმბული, რომელიც კოსმოსურ ქარშია აფრიალებული, ჩურჩულებს გადარჩენის გზებს.
საპანაძე ხატავს არა ფუნჯით, არამედ სულის ნერვული დაბოლოებით. თითოეული უნჯის მონასმი არის ადამიანის გამძლეობის მოწმობა, თავხედი ციმციმი ყოვლისმომცველი სიბნელის წინაშე. ანგელოზის მსგავსი ფიგურები, ამ დღესასწაულის სტუმრები, თავიანთი წარმოუდგენლად წაგრძელებული კიდურებითა და ამოუცნობი თვალებით, არიან ნუგეშის ფიგურები, უფსკრულის იდუმალი იმედის მცველები. ისინი გვაახლოებენ, გვპირდებიან ნუგეშს მორევის სიღრმეში, სიმამაცეს გვმატებენ დემონებტან დაპირისპერებაში
„შავი ხვრელის წვეულება“ არის მოგზაურობა ადამიანის ფსიქიკის ყველაზე რთულ კუთხეებში, მოგზაურობა იმედის ნანგრევებში და ფენიქსის მსგავსი ასვლა ცისკრის შუქში. ეს არის შეხსენება, რომ სილამაზე უფსკრულშიც კი შეიძლება აყვავდეს და უკუნი სიბნელეც კი ერთმა ვარსკვლავმა გაანათოს.
ნამუშევრები საგამოფენო სივრცეში 25 თებერვლამდე დარჩება. 
Source: The why not gallery
7