Ad Black Sea 2025
📅 11–13 სექტემბერი📍 Sheraton Batumi, Rooms Batumi, Mono Hall
Ad Black Sea — ესაა პლატფორმა, სადაც კრეატიულობა, დიზაინი, მარკეტინგი და ხელოვნება ერთიანდება. საერთაშორისო დონის სპიკერები და სააგენტოები ესწრებიან სამდღიან ღონისძიებას, რომელიც წელს კიდევ უფრო მასშტაბურია:
- Keynote გამოსვლები – Hugo Veiga, Fernando Machado, John Stanmeyer და სხვა ცნობილი ინდუსტრიული პროფესიონალები
- Ad Black Sea Awards 2025 – პრესტიჟული ჯილდოები საუკეთესო რეკლამებისთვის
- Beach party და Afterparty – ოფიციალური საღამოები ღამის ბათუმში
ეს არის სივრცე დიალოგისთვის, ინსპირაციისთვისა და მომავლის ფორმირებისთვის ქართულ და რეგიონულ სარეკლამო ინდუსტრიაში.
Batumian Rhapsody – კლასიკური მუსიკისა და ოპერის ღონისძიება
📅 19–29 სექტემბერი📍 ბათუმის ხელოვნების დარბაზები და ღია სივრცეები
კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ელით „Batumian Rhapsody“ — ფესტივალი, რომელიც აერთიანებს ვოკალურ კონკურსებს, საოპერო საღამოებს, ინსტრუმენტულ საღამოებსა და ხელოვნების გამოფენებს.
- “Opera’s Golden Voice” – საერთაშორისო საოპერო კონკურსი
- მასტერკლასები და ახალგაზრდული პროგრამები
- ვიზუალური ხელოვნების სივრცეები
ფესტივალი არის ადგილობრივი ტალანტის აღმოჩენის და ხელოვნების პოპულარიზაციის პლატფორმა, რომელსაც საერთაშორისო მასშტაბიც ენიჭება.