მაღალი არტერიული წნევა (ან ჰიპერტენზია) ზრდის ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკს 🩸🩺
✦ ახლად შემუშავებულ "ანდროიდ" აპლიკაციას შეუძლია დისტანციურად შეაფასოს ადამიანის არტერიული წნევა ყოველგვარი დამატებითი აღჭურვილობის გარეშე.
ეს კი უზრუნველყოფს პოტენციურად სიცოცხლის გადამრჩენი ინფორმაციის ადამიანებისთვის მიწოდებას.
» „დაბალშემოსავლიან ადამიანებს არ აქვთ წვდომა არტერიული წნევის სამაჯურებზე, არ დადიან ექიმთან რეგულარულად და არც კი იციან, რომ ეს პრობლემაა, მაგრამ მათ გააჩნიათ სმარტფონები“, - ამბობს რამაკრიშნა მუკკამალა, ბიოსამედიცინო ინჟინერი პიტსბურგის უნივერსიტეტიდან.
როგორც წესი, სმარტფონებს არ შეუძლიათ წნევა ისე გაზომონ, როგორც ამას ტრადიციული მანჟეტიანი აპარატი აკეთებს, თუმცა, როგორც ალტერნატიული მიდგომა, აპლიკაცია იყენებს გრავიტაციის ძალასა და თითის ტელეფონის სენსორულ ეკრანზე დაჭერისას წარმოქმნილ წნევას პულსის წნევის დასადგენად.
როგორც ბიოსამედიცინო ინჟინერი ვიშაალ დამოთარანი განმარტავს, როდესაც ხელებს თქვენს გულზე მაღლა აღმართავთ, გრავიტაცია იწვევს წნევის ცვლილებას თქვენს ცერა თითში და აპლიკაცია იყენებს ტელეფონის აქსელერომეტრს ამის გასაზომად და არტერიული წნევის ცვლილების შესაფასებლად.
24 ადამიანზე ჩატარებულმა ტესტირებების შედეგებმა აჩვენეს, რომ აპლიკაცია მაღალი სიზუსტით მუშაობს და კიდევ უფრო გაუმჯობესდება, სანამ გლობალურად გახდება ხელმისაწვდომი.
IMAGE: akaratwimages/Canva