შექმნეს მოლაპარაკე უსაფრთხოების კამერა, რომელიც აღჭურვილია ცრემლმდენი გაზის იარაღით

5
კამერა შეძლებს ამოიცნოს სახეები, გააფრთხილოს ისინი და საჭიროების შემთხვევაში ესროლოს "პეინტბოლები" ან ცრემლმდენი გაზი 🛡️
✦ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ეს კამერა ცნობილია, როგორც PaintCam Eve და მას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ფხიზლად მყოფი მესაზღვრე, რომელსაც არ სძინავს, თვალსაც კი არ ახამხამებს და არც სამიზნეს აცილებს "ტყვიას".
Futurism-ის თანახმად, ავტონომიურ კამერას აქვს სირთულის სამი დონე: Eve, Eve+ და Eve Pro - რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სურვილის მიხედვით პერიოდულად ჩართონ ან გამორთონ კამერები და აღმოაჩინონ ცხოველები, ხოლო ყველაზე მაღალ დონეზე, ანუ Eve Pro-ს გააქტიურების შემთხვევაში, კამერები შეძლებენ სახეების ამოცნობასაც.
როგორც კამერის უცნაური სარეკლამო ვიდეო რგოლიდან ირკვევა, მას აქვს ჩაშენებული "პეინტბოლის" იარაღიც, რომელიც გარდა საღებავის სროლისა, ისვრის ცრემლმდენ გაზსაც.
» „თქვენ იდენტიფიცირებული ხართ, როგორც არაუფლებამოსილი პირი. 
5 წამი გაქვთ ტერიტორიის დასატოვებლად,"
- ამბობს კამერა სარეკლამო ვიდეო რგოლში.
როგორც კამერის შემქმნელი კომპანიის ვებგვერდზე იკითხება, იმ შემთხვევაში, თუ უცნობი პირები არ დატოვებენ ტერიტორიას პირველი გაფრთხილებისთანავე, კამერას შეუძლია ისროლოს მათი მიმართულებით საღებავი ან ცრემლმდენი გაზი.
» ,,თუ უცნობი სახე იქნება ვინმე ნაცნობის გვერდით - მაგალითად, თქვენი შვილის შეყვარებული - კამერა დაემორჩილება თქვენს მითითებებს", - ნათქვამია ვებგვერდზე.
ჯერჯერობით, გაურკვეველია თუ როდის ჩაეშვებიან ეს კამერები გაყიდვაში ან რა ეღირება ისინი.
ვიდეო რგოლი ნახეთ აქ.
Image: PAINTCAM EVE
5