"შეჭრა" სოხუმის თეატრის სცენაზე

1
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. 🥀
🔻 სოხუმის დაცემის 28-ე წლისთავთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს, 19:00 საათზე სოხუმის თეატრის სცენაზე წარმოგიდგენთ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლს <<შეჭრა>>
🔴 ეს არის ამბავი, დევნილობაში მყოფი ქალის თვითგადარჩენისთვის ბრძოლაზე. მაშინ, როცა საკუთარ სახლს, მიწას, ოჯახს, საკუთარ იდენტობას კარგავ და თვითგადარჩენისთვის ბრძოლას დევნილობაში აგრძელებ.
🔴 ჯულიეტა კვარაცხელიას ისტორია, რომელიც ზღვისპირა ქალაქ – სოხუმში დაიბადა, დევნილობაში აგრძელებს ცხოვრებას და იჭრება, იჭრება ყველგან მისი ისტორიის მოსაყოლად.
💬 "გმირობა მარტივია, ხვალვე მომცემს სახელმწიფო გმირის სტატუსს, მაგრამ მე ბინა მინდა. ბინა, სადაც ჩემს სარეცხს ჩამოვკიდებ, ბინა, სადაც საკურთხს დავდგამ და ბინა, სადაც მოვკვდები."
► მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქ. №68
► დასწრება თავისუფალია.
#27სექტემბერი
#სოხუმისდაცემისდღე
1